ჭდე: ვარკეთილი

ვარკეთილის მესამე მასივში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

ვარკეთილის მესამე მასივში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

ვარკეთილის მესამე მასივში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს. მზეო აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩემო მეგობრებო ამ პოსტს ხვალამდე დავტოვებ რადგან ბევრი გაზიარება ქონდა და ყველამ გაიგოს რომ ჩვენ ყველამ ერთად ის შევძელით რომ ბავშვები იპოვეს. უვნებლები დააბრუნა პოლიციამ სახლში. მადლობა თვითოეულ ადამიანს ვინც პოსტი გააზიარა. ამ გაზიარებით იპივეს ორივე. ხვალ პირადადაც ვნახავ.“

ვარკეთილში ბავშვებმა 3 მაღაზია გაქურდეს

ვარკეთილში ბავშვებმა 3 მაღაზია გაქურდეს

ქურდობა ვარკეთილში – 3 მაღაზიიდან წაღებულია თანხა, დაახლოებით 2.000 ლარი და ტანსაცმელი. შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე დილის 7:00 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს 4 არასრულწლოვანი, რომლებსაც სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ, კარის გასახსნელად. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ქურდობაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც 18 წლამდე პირები იჭრებიან როგორც ტანსაცმლის, […]

ვარკეთილში სპეცოპერაციაზე 2 პირი დააკავეს

ვარკეთილში სპეცოპერაციაზე 2 პირი დააკავეს

ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი, ბექა და გიორგი შენგელიები, დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, მისთვის უცნობია რას უკავშირდება სპეცოპერაცია. “საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს დაკავებულის მეუღლე. ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, კრიმანალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილზე საპოლიციო […]

სპეცოპერაცია ვარკეთილში – ადგილზე მყოფი გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება

სპეცოპერაცია ვარკეთილში - ადგილზე მყოფი გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება

სპეცოპერაცია თბილისში – კრიმანალური პოლიციია და საპატრულო ეკიპაჟები ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე 10 ნომერში არიან მობილიზებული. ადგილზე მყოფილი პირი, გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება. აუდიოჩანაწერი თავად გიორგი შენგელიამ გამოუგზავნა “ტვ პირველს”. კარი როგორც კი გაიხსნება, თავს ავიფეთქებ, ნუ დაღუპავ შენ თავს, ვიცი რომ ძებნილი ვარ და დასაჭერი ვარ”, – მიმართავს ჩანაწერში გიორგი შენგელია  სპეცრაზმს. 2 კვირიანი […]

„ვარკეთილში დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული… ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ…“

„ვარკეთილში დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული... ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ...“

სოციალურ ჯგუფში „ვარკეთილი“ წერენ: „განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც ვარკეთილშია. მოკლედ, დადის ახალგაზრდა ბიჭი, მაღალი, შავებში ჩაცმული, შავი კეპი და სათვალე. ბავშვს დაუკაკუნა კარზე მარტო თუ ხარ გამიღეო, მერე ბავშვმა დაუძახა დედას და დედა გამოეკიდა ამ მანიაკს. ამას უკითხავს ამ ბინაში რამდენი ბავშვი ცხოვრობსო. და მოკლედ 112-ში დარეკეს კიდეც ამ პირის შესახებ. იქვე მალე გამოჩნდა პატრული, […]

ვარკეთილში ქალს ხე დაეცა და ქალი გარდაიცვალა

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

ძლიერი ქარის გამო, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი „ოპტიმალ მედიში“ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმთაიმს“ კლინიკაში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. 40 წლის ქალს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.

ვარკეთილში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – ვიდეო

ვარკეთილში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - ვიდეო

თბილისში ვარკეთილის მეურნეობაში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „პრაიმთაიმი“ დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

სამლოცველოდან წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაიკარგა

სამლოცველოდან წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაიკარგა

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს. ინფორმაცია ეკლესიის Facebook გვერდზე გავრცელდა: “მოხდა სამწუხარო ფატქი! ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ! […]

ვარკეთილში მარკეტი გაძარცვეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ვარკეთილში „ბესთ მარკეტი“ გაძარცვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.