ჭდე: ვერტმფრენი

კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო, 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციელი დაშავდნენ

კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენში მყოფი პოლიციის თანამშრომლები გეგმიურ როტაციაზე მიდიოდნენ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ “ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. “სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც […]

კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადილიდან იუწყება, არიან დაშავებულები. როგორც სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი, რომელსაც გამოკვლევები უტარდება. მათივე განმარტებით, რამდენიმე დაშავებულის შეყვანას კლინიკაში უახლოეს წუთებში ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა – ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდა

უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის […]

მღვდლების ვერტმფრენში აყვანის გამო შსს-ს მაღალჩინოსანი დაითხოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. როგორც აღმოჩნდა ვერტმფრენი, რომელშიც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, სასაზღვრო პოლიციიას ეკუთვნოდა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე უწყევის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. “მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ […]

თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტების ჯგუფი ვერტმფრენით გადმოჰყავთ

ქართველი ტურისტების ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, უკვე სამაშველო ვერტმფრენში იმყოფება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ექვსივე პირი მაშველებმა იპოვეს და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი მას შემდეგ ჩაერთო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვდა. მათ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, რომ ყელიწადის […]

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, არსებული ინფორმაციით ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ისინი საავადმყოფოში გადაყავთ. როგორ ცნობილი გახდა, ვერტმფრენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ნიუპოსტი

ლუკაშენკოს გამოგზავნილი ვერტმფრენი ბორჯომში ჩაფრინდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუთის წინ გადაიფრინა. ვერტმფრენი ამ წუთებში წყლის ავზას ავსებს, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დაიწყებს. თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია. როგორც გუშინ გახდა […]

ვერტმფრენი ლუკაშენკომაც გამოგზავნა

ბორჯომის ხეობაში ხანძრისსაწინააღმდეგო ოპერაციაში საქართველოს ბელორუსიც დაეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენი ბელორუსიდან უკვე გამოფრინდა და ბორჯომში უახლოეს ხანში იქნება. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5 ვერტმფრენია ჩართული აქედან 2 ქართულია, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული. ასევე ელოდებიან სახანძრო თვითმფრინავს თურქეთიდან. ნიუპოსტი

ილჰამ ალიევმა ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს ვერტმფრენი გამოუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება. ბორჯომში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. ინტერპრესნიუსი

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

წაღვერში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია, ამჟამად კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მოხდა მდინარის დაგუბება, რათა ვერტმფრენმა წყლის ამოღება შეძლოს. ბორჯომის გამგებლის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა გაჩენილი, სახანძრო სამუშაოების განხორციელება გართულებულია. მისივე თქმით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად […]

akhalitaoba.ge © 2017-2018