ჭდე: ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი – ”10 ადამიანი დააკავეს, ვუყურეთ, როგორ ჩატენეს ისინი მანქანებში” – ვიდეო

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამართალმდაცველებმა პარლამენტის წინ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც უდუმაშვილმა “იმედს” განუცხადა, დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირიდააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

უდუმაშვილი – ”ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კალაძეს მისცა ხმა”

“ქართული ოცნება წავიდა თბილისელებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა არჩევნების პირველადი შედეგების შეფასებისას განაცხადა. უდუმაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისკენ. მისი თქმით დაუჯერებელია, რომ ყოველმა მესამე ადამიანმა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს მისცა ხმა. ამასთან ენმ-ში აცხადებენ, რომ ისინი ცესკოს ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან. – ის, რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო […]

უდუმაშვილი – “მე მივეცი ხმა წარმატებას”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. – მე მივეცი ხმა წარმატებას, ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს მივეცი ხმა, მნიშვნელოვანი დღეა და მოვუწოდებ ამომრჩეველს, იაქტიურეთ, ვინაიდან ამ ქალაქის ბედის გამკარგველები ხართ თქვენ, თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ, კარგი საარჩევნო ამინდია ნამდვილად დღეს. დღეს ყველა ვაკეთებთ არჩევანს კორუფციასა […]

ნაციონალები ბიძინა ივანიშვილს სახლში მიადგნენ – ზაალ უდუმაშვილი: ”აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე”

ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეები სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან. თავდაპირველად გაცხადებული გეგმის მიხედვით, საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, აქციის მონაწილეების გეგმები მოგვიანებით შეიცვალა და მსვლელობა, რომელიც „რუსთაველის“ მეტროსთან დაიწყო, ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება. აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგია “გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად”. პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის […]

კახა კალაძე – ”თუ რეიტინგებით ვიმსჯელებთ, დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე”

– თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე. ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. – ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ […]

ზაალ უდუმაშვილი – ”პოლიციამ დაგვშალა, მაგრამ უფრო მეტნი დავბრუნდებით”

– აქცია დასრულებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი. ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასთან განაცხადა. უდუმაშვილის განცხადებით, ისინი კიდევ შეიკრიბებიან და „თან უფრო მეტნი“. – ხედავთ, რა ძალებით ცდილობენ, რომ როგორმე დაგვატოვებინონ ტერიტორია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ამით დამთავრდება ყველაფერი, ძალიან ცდება. თბილისზე ვერ იძალადებენ და ამას […]

ზაალ უდუმაშვილმა ალეკო ელისაშვილს 10.000 ხელმოწერის შეგროვებაში დახმარება შესთავაზა

მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში დახმარებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი სთავაზობს. საუბარია იმ ფაქტზე, რომ ცესკო-ში რეგისტრაციითვის ერთი კვირის ვადაში ელისაშვილმა 10 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. – დღეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია კანონში შეტანილ […]

ზაალ უდუმაშვილი: ,,წლების წინ ვფიქრობდი პოლიტიკაში წასვლაზე“ 

 პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ ,,რეაქციაში“. უდუმაშვილი აცხადებს, რომ მას მერის კანდიდატობაზე შეთავაზება ენმ-ს პოლიტსაბჭოსგან ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილთან მის ჩასვლას, უდუმაშვილის განმარტებით, ის არის პარტიის დამფუძნებელი, რომლიც მოსაზრებების თავისთავად მნიშვნელოვანი იყო.,,კონსულტაციები დაიწყო თბილისში, მე სანამ კიევში ჩავიდოდი. ეს დაიწყო პოლიტსაბჭოს ლიდერებისგან. იყო შემოთავაზე, რომ […]

უდუმაშვილი: „თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება“

– თუ პირდაპირ გამარჯვება არა, მეორე ტური აუცილებლად იქნება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. – მე კონკურენტის შანსებს ნამდვილად ვერ შევაფასებ.თუმცა, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებში ჩემი მთავარი კონკურენტი ბუნებრივია ხელისუფლების კანდიდატი იქნება, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი: „ვიბრძოლებ თბილისის გადასარჩენად“

მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, კანდიდატად წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან მივა ყველგან, სადაც ხალხია. – დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით სახლებში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018