ჭდე: ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: “ახლა გერმანიის ციხეში ვიჯდებოდი, ამათი გეგმა რომ შესრულებულიყო”

რას აპირებენ შვილმოკლული მშობლები, რატომ აღარ დაიყენებენ გვერდით პოლიტიკოსებს, რა პროვოკაციას გეგმავდა ხელისუფლება პანკისის ხეობაში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ზაზა სარალიძე ესაუბრება. – ივნისის დასაწყისში თქვენ მიერ დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა მთავარი პროკურორი და პრემიერი შეიწირეს. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ელოდით, რომ სასამართლო ხორავას საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს გირაოთი გამოუშვებდა? – სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, […]

„შენზე მოგონებით ვარსებობ მამი… ყველამ ზურგი გაქცია, შენმა ძმაკაცებმაც კი… არავის უნდა სიმართლის დადგენა…“ – ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ფეისბუქის გვერდზე მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „მეცხრე თვე იწურება მას შემდეგ,რაც სადისტების მსხვერპლი გახდი მამი. მთელი ეგრეთწოდებული ხელისუფლება ცდილობს შენი მკვლელების ხელის დაფარებას. იმის მაგიერ რომ პასუხისგებაში აძლევდნენ შენს მკვლელებს და მათი ხელის დამფარებლებს, პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ. ყველამ ზურგი გაქცია მამი, შენმა ძმაკაცებმაც კი. არავის არ უნდა […]

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. განცხადების ავტორები 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ კონკრეტულ რეაგირებას ითხოივენ. „უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე., ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის […]

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი გეგმავენ, სამშაბათს, 12 საათზე, ახალ პრემეირ მინისტრს წერილობით მიმართონ და ოფიციალურად მოითხოვონ რეაგირება იმ 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს საგამოძიებო უწყებების მხრიდან კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

ზაზა სარალიძე – “მამი, გილოცავ დაბადების დღეს. როგორი ბედნიერები ვიყავით შარშან, მამიიიი”

ზაზა სარალიძემ 1 საათი წინ ფეისბუქში დაწერა: “მამი, გილოცავ დაბადების დღეს. როგორი ბედნიერები ვიყავით შარშან, მამიიიი. პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით. როგორ გიხაროდა მამი შენი დაბადების დღე. ბალიშის ქვეშ ეძებდი ხოლმე საჩუქრებს მამი. ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამი.”

ზაზა სარალიძე: პროკურატურა ისევ ცდილობს მკვლელებს ხელი დააფაროს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის ფარლგებშიც ზაზა სარალიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრძოლაა საჭირო, რათა მომავალმა თაობამ სამართლიან ქვეყანაში იცხოვროს. „მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, […]

ზაზა სარალიძე: „ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს, სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა”

“ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს,სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ზაზა სარალიძის თქმით იმის მაგივრად, რომ ამ სისხლიან გარჩევაში ბრალდებულების სატელეფონო მოსმენები განხორციელებულიყო, პროკურატურამ ზაზა სარალიძისა და მისი მეუღლის მოსმენა დაიწყო. “საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკო ან ვიფიქრო. როდესაც ჩემი შვილი […]

„საზმაუდან ხორავას მკვლელობის გამომიძებელ ჟურნალისტებს უშვებენ” – ზაზა სარალიძე მაღალფერიძესთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესა და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს. საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და იმ ფილმზე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებმა გადაიღეს. ზაზა სარალიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა იმ ჟურნალისტების გათავისუფლებას აპირებს, რომლებმაც ფილმი გადაიღეს და ეთერში გაუშვეს. სწორედ აღნიშნულ […]

ზაზა სარალიძე: აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს 

– რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს. აღარ მინდა ჩემ გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს. კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული […]

ზაზა სარალიძემ შსს-ს ეზოში შიმშილობა დაიწყო

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში შიმშილობა დაიწყო, ის მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ გეგმავს.

akhalitaoba.ge © 2017-2018