ჭდე: ზაქარია ქუცნაშვილი

“მე ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს” – ზაქარია ქუცნაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი, “ქართული ოცნების” სათაო ოფისში გუშინ გამართული ხმაურიანი პოლიტსაბჭოს დეტალევზე საუბრობს. “მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია, ცხარე დისკუსია მიდიოდა. ვის რა პოზიცია ეკავა ჰკითხეთ თითოულ დეპუტატს”- უთხრა დიანა ტრაპაიძეს დეპუტატმა.

ზაქარია ქუცნაშვილი: “პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში თავისი ცხოვრების რეჟიმზე საუბრობს. მისი თქმით, კვებას მკაცრად აკონტროლებს, ვარჯიშობს, სიგარეტს არ ეწევა და ალკოჰოლურ სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სწყალობს. ქუცნაშვილის თქმით, გადატვირთული გრაფიკის გამო ოჯახთან კვირის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათი ახერხებს ყოფნას. “პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს და თუ მაქვს, მხოლოდ რამდენიმესაათიანი ურთიერთობა მთელი კვირის განმავლობაში. სახლში […]

ზაქარია ქუცნაშვილი – ”იორდანია წმინდა მიწაზე საქართველოს მიწის ნაკვეთს გადმოსცემს”

იორდანიის სამეფო მზადაა, საქართველოს, მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადმოსცეს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. როგორ ქუცნაშვილმა აღნიშნა, ამის მზაობა იორდანულმა მხარემ, იორდანიის სამეფოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას გამოთქვა. დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, იორდანიის სამეფოს უმაღლესი […]

თამაზ მეჭიაური – ”ქუცნაშვილი აგრძელებს ჩემი იმპიჩმენტისთვის ბრძოლას”

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს უპირისპირდება. მეჭიაურის თქმით, მაჟორიტარს თიანეთში პოლიტიკური პროცესების არევა და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება სურს. “ზაქარია ქუცნაშვილი აგრძელებს იმპიჩმენტისთვის ბრძოლას, იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც გააყალბებინა არჩევნები. ამის ყველა მტკიცებულება ხელთ მაქვს. გაყალბებაში მონაწილეთა მცირე ნაწილმა მოინანია, უფრო მეტი დუმს, ზოგიც აქეთ იმუქრება. მოვუწოდებ პროკურატურას, აქტიურად გააგრძელოს ამ საქმის […]

ქუცნაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მთავარ პროკურატურაში ხვალ განცხადებას შეიტანენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. სისაურის განცხადებით, საქმე ეხება თიანეთი- ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს. სისაური დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი […]

მეჭიაური – ”თიანეთის ბიუჯეტის ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მეჭიაურის თქმით სოციალური პროგრამებზე დასახარჯი ფინანსები მთლიანად ამოწურულია. მეტიც, მერის ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად ათვისებულია, რომლის 70% დახარჯულია “უაზროდ და გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ კერძო ობიექტზე”. – აქ ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექით, იყო ის, რომ სოციალური დახმარებებისთვის გვაკითხავს ხალხი და გამოყოფილი სახსრები მთლიანად […]

ქუცნაშვილი: „თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა“

– თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა?! მე არ მესმის, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა 17 ნოემბერს  გააკეთა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თაობაზე თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას. – მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს კრიტიკული აზრის უფლება, თეა წულუკიანსაც და […]

დავით საგანელიძე – “ქუცნაშვილი ცხვირს წაიმტვრევს”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს. აღნიშნული განცხადებით „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებას გამოეხმაურა. საგანელიძემ ქუცნაშვილი გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო გააკრიტიკა. – მეტი თავშეკავება და გუნდურობა მართებს. გუნდთან შეთანხმება და […]

ქუცნაშვილი – “მეჭიაური პარლამენტში შანტაჟით მოხვდა”

– მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში შანტაჟის გზით მოხვდა, – ამის შესახებ ”იმედის დროსთან” საუბრისას თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. – ბევრმა მითხრა, გულწრფელი საუბრით სამზარეულოს თემები ხომ არ გამოიტანე გარეთო. პირიქით, მგონია, რომ ის ტყუილი, რასაც მეჭიაური ტირაჟირებდა, რომ პარტიასა და პარლამენტში ბიძინა […]

ნინო ჯღარკავა – “თიანეთელებმა, ვნატრობთ უკვე ლამის ნაციონალებსო… ქუცნაშვილს დუშეთიდან მიყავს სასამართლოში ხალხიო..”.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ ფეისბიქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ახლახანს მომწერეს თიანეთელებმა ეს ,პირდაპირ ვაკოპირებ ზაქარია ქუცნაშვილზე მწერენ!,,ქალბატონო ნინო სასამართლოა 27-ში.სააპელაციოში გაასაჩივრეს.ჩვენი ხალხი არ მოყვება და დუშეთიდან მოყავს.მიაწვდინეთ ხმა ვინმეს დაგვანებონ თავი დაგვღალეს.ვერ დაძღნენ.გაიხარეთ. ვნატრობთ უკვე ლამის ნაციონალებს.ესენი ვინებიაა,,”

akhalitaoba.ge © 2017-2018