ჭდე: ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავა – „კახა კალაძეს, სალომე ზურაბიშვილს და ანრი ოხანაშვილს სასამართლოში მოუწევთ წასვლა“

რატომ დაიბარეს სუსში, ვის წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, რა სიურპრიზებს ჰპირდება ხელისუფლებას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. ზვიად კუპრავა: – სუსში ჩემი დაბარება სხვა არაფერია, თუ არა ჩემზე ზეწოლა. ჰგონიათ, რომ ამ დაბარებებით და გამოკითხვებით შემაშინებენ და გამაჩერებენ. ყველა უწყებაში დამიბარეს, სადაც კი ჩემი გამოკითხვა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მე […]

ზვიად კუპრავა სუსში დაიბარეს – როგორ დახარჯა ხელისუფლებამ რესტორნებში 6 თვეში 4 მილიონი

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც გაირკვა, სამართალდამცველები შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის თემით დაინტერესდნენ, სადაც თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი. საქმე ეხება 4 მილიონი ლარის გაფლანგვას, რომელიც კუპრავას ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებისათვის დახარჯეს. „სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, […]

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. განცხადების ავტორები 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ კონკრეტულ რეაგირებას ითხოივენ. „უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე., ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის […]

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი გეგმავენ, სამშაბათს, 12 საათზე, ახალ პრემეირ მინისტრს წერილობით მიმართონ და ოფიციალურად მოითხოვონ რეაგირება იმ 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს საგამოძიებო უწყებების მხრიდან კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

ზვიად კუპრავა ყავით მოწამლეს – “ეს სუსის თანამშრომელმა გააკეთა”

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ აქციების დროს უსაფრთხოების თანამშრომელმა მას სასმელში საწამლავი ჩაუყარა. კუპრავას აღნიშნულ საქმეზე დღეს გამოკითხავენ. „აქციაზე მოხდა ჩემი მოწამვლა. მომწამლეს ყავით. მე ამ დრომდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვაგროვებდი მტკიცებულებებს. არის კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც შეუძლია პროკურატურას გავიდეს რეალურად დამკვეთზე და დამკვეთზე ზევით. საქმეში ფიგურირებს კონკრეტული პირი, რომლის სახელი და გვარი […]

ზვიად კუპრავა: „ხვალ 12 საათზე დამიბარეს ბრალის წასაყენებლად… მოვუწოდებ ყველას, დავდგეთ ერთად სისტემის წინააღმდეგ“

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ხვალ 12 საათზე ვაკე -საბურთალოს პოლიციის სამმართველოშია დაბარებული. როგორც კუპრავა ფეისბუქის გვერდზე წერს, სამართალდამცავების მისთვის ბრალის წაყენებას აპირებენ.„მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ყველამ და ამით დაინახონ რომ არ ვარ მარტო ! მაშინ როცა უბრალო ადამიანები, არასამთავრო სექტორი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დღევანდელ ქართულ მართლმსაჯულებას “აგინებს”, […]

“დაინტერესდით ზვიად კუპრავას საქმიანობით” – სოფო კილაძე სამართალდამცველებს მიმართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს დაინტერესდნენ ზვიად კუპრავას საქმიანობით. “კუპრავამ დამადანაშაულა იმაში, რომ მე ვარ სუს-თან შეკრული, რომ მე მაქვს რაღაც ინფორმაცია სუსი-სგან. დღეს მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებს პროკურატურაში მივიდეს და მოითხოვოს გამოძიება, თუ საიდან მაქვს მე ინფიორმაცია იმის შესახებ, რომ ის იყო საზღვარგარეთ და გია უდესიანი შვილმა […]

შსს-მ ზვიად კუპრავას წინააღმდეგ საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავას მიმართ საქმე აღძრა. „2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დაისაჯოს ყველა პოლიციელი, ვინც ზვიად კუპრავაზე იძალადა” – ზაზა სარალიძე გენინსპექციაში მივიდა

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ამ წუთებში შევიდა. სარალიძის ინფორმაციით, მან გენინსპექციაში გუშინ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდართან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. სარალიძის განცხადებით მან გენინსპექციას თავად მიმართა. მისი ინფორმაციით, გუშინ სასამართლოში სამართალდამცველთა მხრიდან მოხდა გარკვეული გადაცდომები და პოლიციელებმა იძალადეს კუპრავასა და მის თანმხლებ პირებზე. სარალიძე მოითხოვს დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდა. პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამ […]

ზვიად კუპრავას და 3 პირს 14 დღე მიუსაჯეს

პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამი პირის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომა, ბრალდებულების ადვოკატებმა კი სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

akhalitaoba.ge © 2017-2018