ჭდე: ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი: ”ჯერჯერობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობას არ ვაპირებ”

მადრიდის რეალის ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ის ჯერჯერობით ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს. მომავალში ზიდანმა არ გამორიცხა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობა: ”ჯერჯერობით  მხოლოდ ის ვიცი რომ დასვენება მსურს, თუმცა მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ სამწვრთნელო კარიერას. საფრანგეთის ნაკრებზე არ მიფიქრია, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელობა ყოველთვის საინტერესოა”–განაცხადა ზიდანმა. ზიზუ ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ოჯახთან […]

ზიდანმა მადრიდის რეალი დატოვა

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სენსაციური განცხადება გააკეთა იმის შესახებ რომ ის თანამდებობას ტოვებს და მომავალ წელს რეალის მწვრთნელი აღარ იქნება. ზიდანმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა რომ მას ცვლილებები სჭირდება და რეალში მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა: ”სამი დიდებული წლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდს დავემშვიდობო, რადგან რეალს ახალი სისხლი სჭირდება. რეალი ყოველთვის ძალიან მეყვარება და […]

ზიდანი შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია რომ ზინედინ ზიდანმა მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს და საფრანგეთის ნაკრებში გადაინაცვლოს, სადაც მას უკვე დიდიხანია ელიან. თვითონ ზიდანს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ზიდანმა განაცხადა რომ მომავალში საფრანგეთში დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მოხდება. ზიდანმა რეალი 2016 წელს ჩაიბარა და ზედიზედ ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის […]

ზიდანი: ”რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის”

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ კრიშტიანო რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის. რონალდუმ ბარსელონასთან მიიღო მცირე ტრავმა და მეორე ტაიმში ის მარკო ასენსიომ შევცალა. ზიდანის თქმით ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რონალდუ სრულ მზადყოფნაში იქნება: ”რონალდუმ ტრავმა მიიღო, ამიტომ ის ერთი კვირა დაისვენებს, რაც ნორმალურია. სადარდებელი არ გვაქვს, რადგან ფინალში კრიშტიანო აუცილებლად ითამაშებს”–განაცხადა ზინედინ ზიდანმა. […]

ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე რეალის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ეს ჯილდო ზიდანმა დაიმსახურა და არავისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა რომ საუკეთესოდ სწორედ ის დაასახელეს. ზიდანთან ერთად რეალმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ეს ზედიზედ მეორედ გააკეთა. აქამდე მსგავსი რამ არცერთ გუნდს არ ჰქონდა გაკეთებული. ზიზუმ ჯილდოს მიღების შემდეგ განაცხადა, რომ […]

ზიდანმა ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრა

ზინედინ ზიდანმა ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც რეალმა გამარჯვება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, რეალი აგებდა, მაგრამ 83-ე წუთზე მარკო ასენსიომ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრაში ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა კარიმ ბენზემამ, მაგრამ ზიდანმა ის დაიცვა და თქვა, რომ ფორვარდს უბრალოდ არ გაუმართლა. ” თამაშით კმაყოფილი ვარ. რამდენიმე ლიდერი არ გვყავდა, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ […]

ზიდანმა რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდუს რეალიდან შესაძლო წასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს და არა ვინმე სხვამ. ”რონალდუ ზრდასრული ადამიანია და დარწმუნებული ვარ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა, რომ კრიშტიანო რეალში დარჩეს, რადგან ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”– განაცხადა ზიდანმა. რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ესპანეთის პროკურატურამ კრიშტიანო […]

akhalitaoba.ge © 2017-2018