ჭდე: ზუგდიდი

ზუგდიდში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი დააკავეს

ზუგდიდში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთისა პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის […]

პოლიციამ ზუგდიდში უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ ზუგდიდში უკანონო იარაღი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1978 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლები ჯ.ქ. და 1966 წელს დაბადებული ბ.თ. დააკავეს, მათ ბრალი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ, […]

ზუგდიდში სახლის წინ მანქანას ნაღმავდნენ – 2 პირი დააკავეს

ზუგდიდში სახლის წინ მანქანას ნაღმავდნენ - 2 პირი დააკავეს

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ერისთავის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი იმ დროს დააკავა როცა  საერთო საცხოვრებლის  წინ მდგარ მანქანაზე  ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ. წინასწარი ინფორმაციით ჰექსოგენისა და ტროტილისაგან კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგნიტის ფირფიტაზე იყო დამაგრებული  და საათის   მექანიზმზე  მუშაობდა. მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებულია. ადგილობრივების ინფორმაციით  ერთ-ერთი დაკავებული  წლებია  რუსეთში ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულები აფეთქებას რა […]

ზუგდიდში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ზუგდიდის სოფელ ინგირში, სასაფლაოს მიმდებარედ, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარს ქუთაიში ექსპერტიზა უტარდება. პიროვნების ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.’ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. პია დაიჯესტი

ზუგდიდში მანქანამ ქვეითი მოკლა – მძღოლი გაიქცა

ზუგდიდში მანქანამ ქვეითი მოკლა - მძღოლი გაიქცა

24 მარტს ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. იპნ

საკუთარი მანქანიდან გადმოდიოდა, როცა სხვა მანქანა დაეჯახა – როგორ დაიღუპა ზუგდიდში ჯემალ გულუა

საკუთარი მანქანიდან გადმოდიოდა, როცა სხვა მანქანა დაეჯახა - როგორ დაიღუპა ზუგდიდში ჯემალ გულუა

ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს აიტი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი 37 წლის ჯემალ გულუა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავარია 19 მარტს ზუგდიდში მოხდა. იგი მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა, როდესაც ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ დაეჯახა, როცა იქიდან მძღოლი გადმოდიოდა. ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის […]

ზუგდიდში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ერთ-ერთ მანქანაში ახალგაზრდების ჯგუფი იჯდა, რომლებიც დაბადების დღიდან ბრუნდებოდა. ავარია პუშკინის ქუჩაზე მოხდა. რუსთავი 2

ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენ

ემა გოგოხიას ზუგდიდში ალტ-ინფოს ოფისში თავს დაესხნენ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლის მეორე ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში […]

დადიანების სასახლე ეზოდან სკულპტურა „კოლხური ნანა” მოიპარეს

დადიანების სასახლე ეზოდან სკულპტურა „კოლხური ნანა" მოიპარეს

ზუგდიდში დადიანების სასახლე გაძარცვეს. ეზოდან მოიპარეს ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხური ნანა”, რომელიც ცაიშში არქეოლოგიური გათხრების დროს არის ნაპოვნი. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილით შემოვლის დროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ადგილზე არ დგას, რის შემდეგაც მათ სამართალდამცველებს მიმართეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები.

პოლიციელი გიორგი ბიგვავა ზუგდიდში ქალის ცემისთვისაა დაკავებული

პოლიციელი გიორგი ბიგვავა ზუგდიდში ქალის ცემისთვისაა დაკავებული

ამ დრომდე უცნობია, აღიარებს თუ არა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ბიგვავა, ქალზე ძალადობის ფაქტს. დაკავებულმა ადვოკატს მედიასთან კონტაქტი აუკრძალა. – არ მიმიღია თანხმობა, გავაკეთო თუ არა მისი სახელით განმარტებები იმ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციასაც დღეს მე ვფლობ. მიმდინარეობს გამოძიება და შევხედოთ. რაც შეეხება გამოძიებას, წარდგენილია 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, – ამბობს ადვოკატი. ცნობილია, რომ ნაცემმა ქალმა სამართმცველის […]