ჭდე: თამარ გამრეკელაშვილი

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს გაუპატიურებისა და კიდევ 6 ახალი ბრალი წაუყენეს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. გაირკვა, რომ მამინაცვალს, რომელსაც 25 წლის გერის, თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან, 7 ახალი ბრალი წაუყენეს, მათ შორისაა გაუპატიურება. გამოძიება 50 წლის მამაკაცს, თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, […]

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ თეიმურაზ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც გადასინჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა […]

„თაკოს სიკვდილი არ ანაღვლებდა… იცოდა მკვლელი პრობლემებს შეუქმნიდა“ – რა ეჭვები აქვს სიძეზე ბარნოვზე მოკლული გოგოს მამას

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი, სკანდალური ვერსიის შესახებ „ნიუპოსტთან“ პირველად საუბრობს თამარ გამრეკელაშვილის მამა, ზვიად გამრეკელაშვილი. მოკლულის მამა ეჭვობს, რომ მოსალოდნელ საფრთხეზე ინფორმაცია ჰქონდა, თამარის ოფიციალურ მეუღლეს, რომელმაც საქართველო მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. მისი თქმით, მოკლულს ქმარი ირაკლი ამულაძე და მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე მეგობრობდნენ და „ერთმანეთს აქეზებდნენ“. „ირაკლი თაკოს მომავალი და […]

“ულამაზესი ყელი გამოღადრა და სისხლით გაბერილმა მძორმა შვებით ამოისუნთქა. თაკოს ქმარი საბერძნეთშია, ოჯახში არ იციან შეძლებს თუ არ ჩამოსვლას…”

ჟურნალისტი ია გულიაშვილი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წერს.”25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს – განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა! ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018