ჭდე: თამარ ჩუგოშვილი

თეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილი შეცვლის

გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იქნება. რუსთავი 2- ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ეს პოსტი პარლემნტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დაიკავოს. არსებული ინფორმაციით, თავად წულუკიანი დიპლომატიურ სამსახურში წავს. ცნობისთვის, დღეს, 17.00 საათზე, უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩტარდება, არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის კაბინეტის წევრთა […]

თამარ ჩუგოშვილს პრეზიდენტობისთვის ასაკი არ ჰყოფნის

საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილმა პირველი კომენტარი ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ჩართვის დროს გააკეთა. პარლამენტის ვიცესპიკერმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს. ჩუგოშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე მმართველ გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის შესაბამისი ასაკიც არ აქვს. […]

,,ქართული ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატად თამარ ჩუგოშვილს განიხილავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება” უკვე მესამე ქალ კანდიდატს განიხილავს და ის შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იყოს. ტვ პირველის ინფორმაციით თამარ ჩუგოშივილის კანდიდატურას მხარს უჭერს როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ის მისაღებია კობახიძე-კალაძის ფრთისთვისაც. ნიუპოსტი

გიგლა ბარამიძე – “ლომჯარია და ჩუგოშვილი “ოცნებას” აშანტაჟებენ”

რა ხდება “ოცნების” კულუარებში, ვის ლობირებს აშშ-ს ელჩი, რა კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრება ჩუგოშვილი-ლომჯარიას ტანდემი, რატომ არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთხელ პრეზიდენტის დანიშვნა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, როგორც ამბობენ, თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურები განიხილება. თქვენი ინფორმაციით კი, […]

თამარ ჩუგოშვილი – ”რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა შეუძლებელია და ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა”

– რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი, ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თანამშრომლობასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს და ეს არის ჟენევის ფორმატი. – რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი. ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. […]

განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – თამარ ჩუგოშვილი იცავს უჩა ნანუაშვილს, რომელსაც წულუკიანმა ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა

– სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა დისკუსიას, რომელიც უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ “ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის”. – ზოგადად მგონია, რომ […]

თამარ ჩუგოშვილი: „პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგება“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ შედგება. – როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს, – განაცხადა ჩუგოშვილმა. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება […]

ნიკა გვარამია თამარ ჩუგოშვილზე – ”თვალთმაქცია და ინტელექტუალურად სტერილური”

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღევანდელ რიგგარეშე ხდომას ეხმაურება, სოციალურ ქსელში იგი თამარ ჩუგოშვილზე წერს: „ყველაზე გამორჩეული დღევანდელ სამარცხვინო სესიაზე მაინც სხდომის წამყვანი ჩუგოშვილი იყო, თავისი რეპლიკებით. არც მეტი, არც ნაკლები, გულისამრევი თვალთმაქცია და ინტელექტუალურად სტერილური“.

თინა ხიდაშელი თამარ ჩუგოშვილის წინააღმდეგ – ”ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია…”

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას თინა ხიდაშელი ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: ”ეს პოსტი ისტორიისთვის არის და კიდევ ფბ-ს მემორისთვის. ამასთანავე მძიმე პოსტია. ისტორია კი 1993 წელს დაიწყო, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნის პირველივე მცდელობისას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ დათო უსუფაშვილმა ხელი არ მოაწერა შევარდნაძის დავალებით ერთ ღამეში შეცვლილ, ე.წ ჩიკაგოს ვერსიის გაფუჭებულ […]

თამარ ჩუგოშვილი _ ”მარგველაშვილის სასოწარკვეთილ ნაბიჯს სერიოზულად ვერ შევაფასებ”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის მომზადებას “სასოწარკვეთილ ნაბიჯად“ აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივის სერიოზულად შეფასება უჭირს. – ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა. კონსენსუსის რაღაც ახლებური განმარტებაა, როცა უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც მოსახლეობამ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აირჩია, პროცესს უნდა გამოეთიშოს და ვიღაცამ სხვამ, სადღაც […]

akhalitaoba.ge © 2017-2018