ჭდე: თბილისი

პარლამენტი თბილისში გადმოდის – ქუთაისის შენობა შსს-ს გადაეცემა

რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა. ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია განთავსდება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ აღნიშნულ შენობაში 112-იც განთავსდეს.

თბილისში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს დილით, 08:17 საათზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 2.6 იყო. ეპიცენტრი თბილისი-რუსთავის საზღვართან. სოფელ ნორიოდან 1 კმ-ში, 5 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. ნიუპოსტი

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს – დაკავებულია 20 წლის მამაკაცი

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გვიან ღამით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რომლის დროსაც შელაპარაკება დაიწყო, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა. მოზარდი ბარძაყის არეშია დაჭრილი. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩაიუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ 20 წლის მამაკაცი […]

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს

სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი ბინაში ამშობიარეს. “რამდენიმე დღის წინ, დილის 09:00 საათზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადა 0828-ს 112-მა მორიგი მისამართი გადასცა. ადგილზე მისულ ბრიგადას მშობიარე ქალი დახვდა. რადგანაც ახალგაზრდა ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, ექიმებმა მშობიარობა თავად მიიღეს. „ახალგაზრდა ქალისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მართალია, გვითხრა, რომ ძლიერი ტკივილი 15 წუთის დაწყებული ჰქონდა, მაგრამ […]

გელოვანის გამზირზე ბმვ ოპელს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – მარშალ გელოვანის გამზირზე BMW-ს მარკის ავტომობილი Opel-ის მარკის მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახლოს მდებარე შენობას დაეჯახა. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო, BMW-ს ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. რუსთავი 2

მერკელი თბილისში ჩამოფრინდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც მერკელი საქართველოს ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ. სტუმრის მისაღებად თვითმფრინავთან განთავსებული იყო საპატიო ყარაულის კორიდორი. აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა […]

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 42 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში მანქანა 2 უცხოელ ქალს დაეჯახა – მძღოლი მიიმალა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მერსედესის მარკის ავტომობილი გზაზე გადასვლისას ორ უცხოელ ქალს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადავანილი. შემთხვევის ადგილიდან ავტომობილის მძღოლი მიიმალა. ნიუპოსტი

ოპერის წინ მანქანამ კაცი მოკლა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. cyc.ge

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს – მას ოპერაცია უტარდება

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს, მას ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, მოზარდს შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა და უკვე რამდენიმე საათია, ოპერაცია უტარდება. „მდგომარეობა იყო მძიმე, იყო მახვილი საგნით მიყენებული ჭრილობა, მუცლის წინა კედელზე, შინაგანი სისხლდენით, პაციენტს აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება, 15 საათზე გადაყვანილი იქნა საოპერაციოში და ოპერაცია ამჯერადაც გრძელდება“, – აცხადებენ საავადმყოფოში. მოზარდის ბებიის განცხადებით, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018