ჭდე: თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია სუსის სამმართველოს უფროსია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია, მათი ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 4620 ლარია. თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას 2017 წლის 13 მარტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია. ნუგზარ […]

თეა წულუკიანი: “რაც 42 წლის ასაკში შვილი შემეძინა, პოლიტიკა ჩემთვის ყოველდღიური არჩევანია”

“არ დაგიმალავთ და დღეს რომ ვფიქრობ, კი მაგრამ რამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება მაშინ, 2010 წლის მაისში, როცა ოპოზიციას უბრალოდ სუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა და ეს იყო საფრთხესთან დაკავშირებული, ცოტა არ იყოს მიკვირს, მაგრამ არ ვნანობ…” – აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “აიპრესთან” ინტერვიუში. – გამოიცვალეთ ორი პრეზიდენტი, ორი პრემიერი, ორი პარლამენტი და ვინ მოთვლის […]

ელისო კილაძე – “წულუკიანმა სტრასბურგის გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე წინასწარ იცოდა ნინო ხაინდრავასგან”

ცოტა ხნის წინ ელისო კილაძემ ფეისბუქზე დაწერა: “სკანდალი: იუსტიციის სამინისტროდან ჩემი წყარო ამბობს,რომ თეა წულუკიანმა წინასწარ იცოდა,რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო და ინფორმაციას მას, ივლიანე ხაინდრავას ქალიშვილი ნინო ხაინდრავა აწვდიდა. ნინო ხაინდრავა სტრასბურგში 2010 წლიდან მუშაობს,ის ქართული სექციის იურისტია და გადაწყვეტილების პროექტებზე ხელი მიუწვდება. გმადლობთ ,ყურადღებისათვის !”

თეა წულუკიანი – “სახელმწიფო ვანო მერაბიშვილს 4.000 ევროს გადაუხდის, ოთო კახიძე თავისთვის 43.641 დოლარს ითხოვდა” – რა წერია სტრასბურის სასამართლოს დასკვნაში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება კანონიერი იყო. მისივე თქმით, როგორც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით, 4.000 ევროს გადაუხდის. – სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან […]

წულუკიანი: ქართველების დეპორტაციაზე უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არანირი მოლაპარაკება არ ყოფილა. – არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება, იუსტიციის სამინისტროებს, არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო […]

თეა წულუკიანი „ოცნებას“ აშანტაჟებს, მაგრამ მას მაინც მოხსნიან – ახალი მინისტრი შესაძლოა ეკა ბესელია გახდეს

„ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, „ქართული ოცნების“ „სხადნიაკზე“, რომელიც ოფიციალურად ლარის დევალვაციას მიეძღვნა, გიორგი კვირიკაშვილმა მმართველ პარტიაში დიდი წმენდა დააანონსა. ოფიციალური ვერსიით, ეკონომიკური გუნდი პარტიის ოფისში საბიუჯეტო ცვლილებების გამო იყო დაბარებული, თუმცა შეხვედრის მონაწილეების ნაწილი „ნიუპოსტთან“ პირად საუბარში ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირება იყო. „ნიუპოსტის“ წყარო ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გვარს […]

თეა წულუკიანი – ”კარგია თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა”

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატ შალელაშვილს არ იცნობს, თუმცა სმენია, რომ სამსახურში არ დადის. – კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა, – ამბობს წულუკიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენლის კრიტიკის საპასუხოდ. – დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის […]

უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ – “ვემიჯნები მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. დეპუტატი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. ”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქართველოს იუსტიციის […]

”თეა წულუკიანი აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას” – უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას და მის იმიჯს აზიანებს. საქმე ეხება თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მინისტრმა ომბუდსმენს “ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა. – მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც […]

თინა ბოკუჩავა – წულუკიანმა ქვეყანას თავი მოჭრა, მაგრამ მაინც არ მოხსნეს

წულუკიანი არ შეცვალეს იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოცნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სრული კრახი განიცადა სტრასბურგში და ქვეყანას თავი მოჭრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი პარტიულ დავალებებს პირნათლად ასრულებს, რამაც მინისტრთა კაბინეტში მისი ყოფნა განამტკიცა. – წულუკიანი არ შეცვალეს იმიტომ, რომ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018