ჭდე: თურქეთი

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გედიზის პროზექტურაშია გადასვენებული. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი

თურქეთმა ისრაელის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში ისრაელის ელჩი დაიბარა და მას დროებით ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს. News Exicutive–ს ინფორმაციით, ისრაელის დიპლომატი თურქეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მას ქვეყნის დატოვება უბრძანეს. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვართან იმ შეტაკებას უკავშირდება, რომლის შედეგად 61 პალესტინელი დაიღუპა, და 3 […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა – 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამმართველო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, 13 ადამიანი მსუბუქად არიან დაშავებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ადიამანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა. „ადგილი აქვს მატერიალურ ზარალს. რიგი შენობა დაზიანდა. მთავრობა ზარალის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოს ატარებს“,-აღნიშნა პრემიერმა. ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა დღეს […]

ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენს ბერძნებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ CNNTurk იუწყება. თურქული ვერტმფრენი საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ათენმა 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსა. თურქეთისა […]

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია კუტაისკი, მოკლეს

თურქეთში 59 წლის ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე ,,გია კუტაისკი“, მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ზვიადაძის მკვლელობა სავარაუდოდ, როსტოვის ოლქში გავლენის მოსაპოვებლად, მასსა და კანონიერ ქურდ ნოდარ ასოიანს (ნოდარ რუსთავსკის) შორის კონფლიქტს უკავშირდება. „გია კუტაისკი“ კრიმინალურ სამყაროში ,,ძველი სკოლის“ წარმომადგენლად ითვლებოდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ბოლო წლებში წარმოშობილ დაპირისპირებებში, მისი რეპუტაცია კოლეგებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ […]

ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში – პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში მდებარე მრავალსართულიან საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება. მედიის ინფორმაციით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა და ეტაპობრივად გავრცელდა სხვა სართულებზეც. შენობიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორცილედა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ამის მიუხედავად, ხანძარი მაინც ვრცელდება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ინტერპრესნიუსი

თურქეთში ავარიის შედეგად 17 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

თურქეთში, იგდირის პროვინციაში ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ავღანელი, პაკისტანელი და ირანელი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს. არალეგალები მიკროავტობუსით ყარსში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როდესაც მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა დაიწყეს, მათ დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახათ, რომელსაც ასევე არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. საერთო ჯამში ორ […]

თურქეთში ავტობუსი საგზაო ნიშანს შეეჯახა – დაიღუპა 17, დაშავდა 36 ადამიანი – საქართველოს მოქალაქეები მათ შორის არ არიან

თურქეთის იგდირ-ყარსის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. თურქეთის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, რომლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საგზაო ნიშანს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოშია მოთავსებული.

თურქეთში ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა – 10 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ჩრდილოეთში, ოსმანჯიკის რაიონში ავტობუსის მონაწილეობით მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ოსმანჯიკის მერმა ჰამზა კარატაშმა განაცხადა. – დაშავებულია 18 ადამიანი, აქედან 10-ის მდგომარეობა მძიმეა, – განაცხადა კარატაშმა ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში. თურქული მედია იუწყება, რომ სამგზავრო ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან თოქათისკენ მიდიოდა, გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი წაეკიდა. ინტერპრესნიუსი

სტამბოლში 50 წლის მაიკო ძიძიგური მოკლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეჰირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის მაიკო ძიძიგურის ცხედარი აბაზანის კარებთან ნახევრადშიშველ მდგომარეობაში შვილის მეგობარმა იპოვა, რომელმაც მაიკო ძიძიგურს მას შემდეგ მიაკითხა სახლში, რაც მისი შვილი დაუკავშირდა საქართველოდან და უთხრა, რომ დედამისი 3 დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიოდა. მან დასახმარებლად 112-ის სამსახურს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი პოლიცია. თურქული […]

akhalitaoba.ge © 2017-2018