ჭდე: ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ”რუსთავი 2 რუსული მეთოდებით გვებრძვის და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დგამს სპექტაკლებს. კერძოდ კი „ომეგას საქმე“ და სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები მოიხსენია სპექტაკლად. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აწარმოებს მედიამონიტორინგს და შედეგენი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს. კობახიძე დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობა […]

ირაკლი კობახიძე – ”ეს სპექტაკლი ნიკა გვარამიას გაფითრებული სახით დასრულდება 29 ოქტომბერს”

ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს პროცესები დასრულდება ისე, როგორც უნდა დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ სპექტაკლებს ნიკა გვარამიას შესრულებით“. „ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს, რომ გვეწარმოებინა ნორმალური, ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ეს არის დამახასიათებელი განვითარებული ქვეყნებისთვის, ცივილიზებული ქვეყნებისთვის, თუმცა პასუხი არის ეს აბსოლუტურად შავი კამპანია, აბსოლუტურად მიუღებელი რიტორიკა, ერთადერთი […]

დავით ჭიჭინაძე – “ირაკლი კობახიძეს ლოგიკა საერთოდ არ გააჩნია – “პატრიოტთა ალიანსთან” პოლიტიკური ვალდებულებები არ მაქვს”

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენი პოლიტიკური მომავალი “პატრიოტთა ალიანსს” უკავშირდება? თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მათ რიგებში გაწევრიანდეთ. – არა, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არის. “პატრიოტთა ალიანსში”, მას შემდეგ, რაც ნატო ჩხეიძემ დატოვა, გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. […]

დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს დეგრადირებული უწოდა – “მისი ყურება ძალიან ძნელია”

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და  “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა. მისი თქმით, ის იძულებული გახდა დატოვოს მმართველი გუნდი. მან პარლამენტის თავმჯდომარე მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიიღო კობახიძის პარლამენტი.  პარტიაში გაწევრიანების შესახებ თხოვნა კი მან ირმა ინაშვილისგან მიიღო. „ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად […]

ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძეს პასუხობს – ”სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქე გვარამიას ბრიფინგებს უძღვნის”

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს. კობახიძემ დღეს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პირადი განცხადებების გამო ფაშისტად შერაცხა და მასთან ერთად ფაშისტებად გამოაცხადა ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გვარამიას პირადი მოსაზრებები არ დაგმო. “ბრიფინგის ღირსად არ მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ კომენტარით შემოვიფარგლები. რას მოვესწარით, სადამდე დეგრადირდა ქართული სახელმწიფო, მისი მთავარი ინსტიტუციის […]

ირაკლი კობახიძე – “ნიკა გვარამია უნიათო ფაშისტია… სალომე არჩევნებს დამაჯერებლად იგებს”

უნიათო ფაშისტი – ასე უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს და დაფინანსებას ეხება. კობახიძე ამბობს, რომ გვარამიამ მოღალატეები უწოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს დააფინანსებს, რისი მიზეზიც, კობახიძის აზრით, პოლიტიკური რეიტინგებია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. „ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, რომელთა […]

ზაზა ოქუაშვილი – ”ირაკლი კობახიძის განცხადებები პირდაპირი მითითებაა ჩემ დასაპატიმრებლად” – ომეგას დამფუძნებელი საქართველოში არ ჩამოვა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა. ზაზა ოქუაშვილი საგამოძიებო უწყების მოთხოვნას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მასში ნათქვამია: „არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ […]

ირაკლი კობახიძე – “ჩვენს თითოეულ ლიდერს წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს”

პარლამენტის თავმჯდომარე იმ ღირებულებებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, მმართველ გუნდს ნაციონალური მოძრაობისგან განასხვავებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება კონკრეტულ მიზნების მისაღწევად მუშაობს და ეს არის ქვეყნის წინსვლა და განვითარება. „ყველა საქმეში რატომ ვართ, იციი, ჩვენ პირნათელი? იმიტომ, რომ კონკრეტულ ღირებულებებზე ვართ დაფუძნებული. ასე მუშაობას, მაგალითად, პარლამენტის სახელით შემიძლია, ამ შემთხვევაში ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერი. წინ რომ დაუდო ფული, […]

“ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა” 

რისთვის ემზადებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი, ვის მიაქვს ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციები, ვინ გამოაცხადა ქვეყნის არაფორმალურ მმართველად ნიკა გვარამია?  – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი კობახიძის გამოსვლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. პარლამენტის სპიკერი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა. არადა ცოტა ხნის წინ კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ […]

”ტყუილია, რომ ირაკლი კობახიძე ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს” – რას აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “ქართული ოცნების“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. „ინტერპრესნიუსმა“ დღეს ელექტრონული ფოსტით მიიღო თითქოსდა ირაკლი კობახიძის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018