ჭდე: იუვენტუსი

ბუფონი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა გადაწყვეტილება მიიღო და სეზონის ბოლოს ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ეს ინფორმაცია თვითონ ბუფონმა ოფიციალურად დაადასტურა: ”წლები მემატება და დროა რომ ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო. ფეხბურთმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა”–განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა. ბუფონი უკვე 40 წლის არის და ბოლო რამდენიმე სეზონი ის არცთუ სტაბილურად თამაშობდა, თუმცა ის მაინც იუვენტუსის პირველი მეკარე […]

ალვარო მორატა იუვენტუსში ბრუნდება

ჩელსის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა ჩელსიდან წასვლაზე ფიქრობს და იტალიაში სურს დაბრუნება. გავრცელებული ინფორმაციით მორატა იუვენტუსთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მზად არის იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს. მთავარი დაბრკოლება მორატას სატრანსფერო ფასია, რადგან ჩელსი მას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. რთული სათქმელია გადაიხდის თუ არა იუვენტუსი მორატას ტრანსფერში ასეთ თანხას. ალვარო მორატა იუვენტუსში 2014-15 წლის სეზონში გამოდიოდა […]

ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ლივერპულის გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. ემრე მალე მოაწერს ხელს 5 წლიან კონტრაქტს ტურინულ გუნდთან და მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ეს ინფორმაცია არ უარყო. იურგენ კლოპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ფეხბურთელებს არ ზღუდავს და ვისაც წასვლა სურს, შეუძლია წავიდეს კიდეც. ემრე […]

ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მიიღო

  ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯორჯო კიელინიმ სპალთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ის დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. კიელინიმ შესაძლოა მადრიდის რეალთან პირველი შეხვედრაც გამოტოვოს, რომელიც 3 აპრილს გაიმართება. კიელინის არყოფნა რეალთან უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან ჯორჯო წლების მანძილზე იუვეს დაცვის მთავარი ლიდერია და ის რომ იუვენტუსი ასე ცოტა გოლს უშვებს, […]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რეალი იუვენტუსს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მადრიდის რეალსა და იუვენტუსს შორის გაიმართება. ასევე საინტერესოა მანჩესტერ სიტის და ლივერპულის ჯახი. სხვა წყვილები ასე გამოიყურება: იუვენტუსი––რეალი სევილია––ბაიერნი ლივერპული––მანჩესტერ სიტი ბარსელონა––რომა

მაურისიო პოჩეტინო: ”მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ უძლიერესი იმარჯვებს”

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი უკეთეს შედეგს იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს: ”მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ორმა შეცდომამ დაცვაში ყველაფერი წყალში ჩაყარა. ძალიან სამწუხაროა რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და მუშაობა განვაგრძოთ”–განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ. ტოტენჰემი იუვენტუსთან 1:0 იგებდა, მაგრამ უპირატესობა […]

ჰარი კეინი: ”შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ”

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა იუვენტუსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდისთვის შედეგიანი ფრე ძალიან კარგი შედეგია. იუვენტუსის და ტოტენჰემის დაპირისპირება 2:2 დასრულდა. კეინის აზრით ლონდონში ტოტენჰემი კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობით ითამაშებს: ”დასაწყისი ძალიან ცუდი იყო და იუვენტუსმა სწრაფი გოლები გაიტანა, რამაც ყველაფერი გაართულა. საბედნიეროდ შევძელით რთული სიტუაციიდან გამოსვლა და 2:2 ჩვენთვის ძალიან კარგი […]

მესუტ ოზილით იუვენტუსი დაინტერესდა

არსენალის გერმანელმა ფეხბურთელმა მესუტ ოზილმა არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ზაფხულში ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა. ოზილის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ კლუბს სურს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი ნახევარმცველი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილის მომავალი გუნდი ტურინის იუვენტუსი იქნება, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. თვითონ ოზილს ჯერჯერობით […]

პაოლო დიბალას იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა

იუვენტუსის არგენტინელ ფეხბურთელს პაოლო დიბალას გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა და ეს მას შემდეგ მოხდა რაც იუვენტუსის პრეზიდენტმა გაიგო რომ დიბალას აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწორედ ამის გამო დიბალა ბოლო პერიოდში იშვიათად ხვდება იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში. საქმე იქითკენ მიდის რომ დიბალა სავარაუდოდ იუვენტუსს დატოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. დიბალას შეძენა მანჩესტერ […]

ბუფონი კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

იუვენტუსის მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ბუფონის თქმით მან ფეხბურთში უკვე ყველაფერს მიაღწია და რამდენიმე წელიწადი არაფერს შეცვლის. ”მე შემიძლია 2 ან 3 სეზონი კიდევ ჩავატარო, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. შესნი ძალიან კარგი მეკარეა და დარწმუნებული ის ღირსეულად შემცვლის იუვენტუსში. ახალი გამოწვევების არ მეშინია და ვიცი რომ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018