ჭდე: კანადა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ

ფიფას 68-ე კონგრესზე ცნობილი გახდა რომ 2026 წლის მუნდიალს 3 ქვეყანა უმასპინძლებს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა. ამ სამ ქვეყანას მხარი ფიფას 134 დელეგატმა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 32 ის ნაცვლად 48 მონაწილე მიიღებს. ამერიკას და მექსიკას უკვე აქვთ მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების […]

კანადაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

კანადაში, ავიაკომპანია West Wind Aviation-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ATR-42 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 22 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდნენ. ინციდენტი ფონდ-დიუ-ლაკის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე მოხდა. პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის. კანადის ტრანსპორტის სამინისტრომ მომხდარის გამოძიება დაიწყო. იმედინიუსი

ქართველმა მორაგბეებმა კანადას 32 ქულით მოუგეს

ნოემბრის ტესტ-მატჩების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა კანადასთან გამართა. მატჩი დინამო არენაზე სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადას 32-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 54:22 სძლია. აღნიშნული მატჩის ჩათვლით, ისტორიის მანძილზე საქართველომ და კანადამ ერთმანეთთან 7- ჯერ ითამაშეს, აქედან 4-ჯერ საქართველომ გაიმარჯვა, სამჯერ კი – კანადამ. ნიუპოსტი

akhalitaoba.ge © 2017-2018