ჭდე: კახეთი

თელავში ღვარცოფია, ახმეტაში სოფლები დაისეტყვა – სტიქია კახეთში

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა. სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. როგორც იოსებ ქარუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული და შებამისი ტექნიკა მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. „ძლიერი სეტყვა იყო, ახლაც წვიმს. რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, […]

კახეთში შვილიშვილმა პაპა დაჭრა და ბებია ცემა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მის მეუღლეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]

კახეთში დაიტბორა სახლები და ეზოები, განადგურდა ნათესები და დაიხოცა შინაური ფრინველი

დატბორილი სახლები და ეზოები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი – კახეთში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალთან გამკლავებას ცდილობენ. ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებზე წყალი შევარდა. დაიტბორა ადგილობრივების სარდაფები და ეზოები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მძიმე მდგომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ადგილობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე […]

კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო, 3 მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 პოლიციელი დაშავდნენ

კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენში მყოფი პოლიციის თანამშრომლები გეგმიურ როტაციაზე მიდიოდნენ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ “ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. “სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც […]

კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში სასაზღვრო ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადილიდან იუწყება, არიან დაშავებულები. როგორც სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი, რომელსაც გამოკვლევები უტარდება. მათივე განმარტებით, რამდენიმე დაშავებულის შეყვანას კლინიკაში უახლოეს წუთებში ელოდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კახეთში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ

კახეთში, სოფელ ხორნაბუჯში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ. მიზეზი 60 ჰექტარზე დათესილი ქერი და ხორბალია. მიწის მეიჯარე მარცვლეულის სრულად დაუფლებას შეეცადა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ფერმერების მტკიცებით, ზურა წიკლაურს იჯარა კანონდარღვევით ჰქონდა და მას მხოლოდ თანხის ნაწილი, 60 ათასი ლარი გადაუხადეს. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ. პარალელურად, მხარეებს შორის […]

სეტყვა კახეთში – 2 სოფელი დაზარალდა

კახეთში სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი. თელავის მერია ზარალს ითვლის. ნიუპოსტი

კახეთში მსოფლიო რბენის მონაწილეებმა ბუნება დაანაგვიანეს – ვიდეო

საქველმოქმედო მარათონი – „Wings for Life მსოფლიო რბენა 2018“ წელსაც კახეთში გაიმართა. საქართველოში 7000 მონაწილე დარეგისტრირდა. მარათონის მიზანია, ღონისძიებიდან შესული თანხა სრულად გადარიცხოს wings for life-ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. თუმცა, ამ მარათონის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დააბინძურეს გარემო მარათონის მონაწილეებმა. იმედინიუსი #worldrun #wingsforlife და დიიიდიიი სანაგვე !!! […]

აზიური ფაროსანა კახეთსაც ემუქრება – რეგიონი მწერის გავრცელების საშიშროების წინაშეა

აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე უკვე კახეთშიც არსებობს – როგორც ცნობილია თელავში მცხოვრები მუმლაურების ნაკვეთში კარტოფილის ნარგავები განადგურდა, შესაძლოა მწერი, რომელიც ნარგავებს შეესია, სწორედ აზიური ფაროსანა იყოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას პრობლემის დროულად დაინტერესებისა და შესწავლისაკენ მოუწოდებს: „წელს გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაზე და არაფერი არ არის დაწყებული […]

კახეთში მანქანა ხრამში გადავარდა – დაიღუპა 50 წლის კაცი

გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3 -ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ავარია სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა, ფაქტის შესახებ დღეს გაირკვა. ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს.მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. პირველი

akhalitaoba.ge © 2017-2018