ჭდე: კვირიკაშვილი

რა ჰკითხა ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე

“ქართული ოცნების” წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, ივანიშვილმა კვირიკაშვილს ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე დაუსვა კითხვები. “მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი უხსენა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს?- მიმართა ინგა გრიგოლიამ დეპუტატს: რომან კაკულია: “არა, მე უბრალოდ უარყოფას არ ვაკეთებ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დეპუტატს აქვს […]

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება შეიძლება ნიშნავდეს მის მზადებას პოლიტიკაში დასაბრუნებლად? – გიორგი კვირიკაშვილმა “ქართულ ოცნებაში” თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია. გადადგომის დღეს კვირიკაშვილმა თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რადგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე […]

გიორგი კვირიკაშვილი აქციიდან გააძევეს – პრემიერი დაცვამ გაიყვანა

პრემიერი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდა, მაგრამ შეკრებილებმა მას არ მოუსმინეს. პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ნივთებს ესროდნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პრემიერმინისტრს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერმინისტრი რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

“პომპეომ კვირიკაშვილს ივანიშვილთან წერილი გამოატანა”

საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გარდამტეხ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, საქართველოს გადრჩენის მოძრაობის ლიდერ მირიან მირიანაშვილს. მირიან მირიანაშვილი: – საქართველოს ისეთი საკვანძო მომენტი უდგას, რომლის ტოლფასი ბოლო 28 წლის განმავლობაში თითო-ოროლა თუ ჰქონია. ჩვენ ვალდებული ვართ, რეგიონში დაწყებული ძვრები ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. – მხედველობაში გაქვთ აშშ-ის როლის გაძლიერება რეგიონში? – ბუნებრივია. მოვლენები, რომლებიც ახლო […]

მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური […]

”ამერიკელები ველოდებით დღეს, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება” – კვირიკაშვილი პომპეოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა […]

”კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ ბებია რუსი ჰყავდა და საქართველოში რუსებთან ეთნიკური დაპირისპირება არ ხდება” – პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. „ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელარუსის […]

საბერძნეთი ომონიის ტერიტორიას საქართველოს გადასცემს – “გამოექანეთ და დაგვაფრინდით ემიგრანტებს”

1 აპრილს საიტმა გეორგიანს.გრ ასეთი რამ დაწერა: “საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, ალექსის ციპრას გადაწყვეტილებით, ათენში მდებარე ომონიის ტერიტორია საქართველოს გადაეცემა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი-გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და ინფორმაცია georgians.gr-ზე დაადასტურა. ალექსის ციპრას დღევანდელი განცხადებით, რომელიც ბერძნულ ტელევიზია ΣΚΑΙ-ში გავრცელდა, ამბობს: “90 წლებში რომ გაგევლო ომონიისკენ, იქ ხუთამდე ქართველს დაინახავდი, ეხლა რომ გაიარო, იქ სავარაუდოდ […]

“სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საგანგაშო ვითარებაა” – კვირიკაშვილმა ლომჯარიას მადლობა უთხრა და სერგეენკო გააფრთხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, სამედიცინო დაწესებულებებში სადაც უმწეო ადამიანები მკურნალობენ, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს. მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია ამ დაწესებულებაში შექმნილ აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს. გიორგი კვირიკაშვილმა სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ნინო […]

მოსკოვმა კვირიკაშვილს უპასუხა – ”მივესალმებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის სურვილს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს. „მოსკოვში ყურდღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად […]

akhalitaoba.ge © 2017-2018