ჭდე: კიმი

მედიაში კიმის და ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა

მედიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილო კორეისთვის უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით – ნათქვამია დოკუმენტის საწყის ტექსტში. ხელმოწერილი შეთანხმება 4 პუნქტს მოიცავს. 1. აშშ და ჩრდილო კორეა […]

კიმი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ

სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე ისტორიული შეხვედრა შედგა. სასტუმრო კაპელაში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირისპირ შეხვედრა დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მათ დაბრკოლებები უკვე გადალახეს და შეხვედრა შეძლეს, ოპტიმისტურადაა განწყობილი და მოლაპარაკების წარმატებაში დარწმუნებულია დონალდ ტრამპიც.

akhalitaoba.ge © 2017-2018