ჭდე: ლევან გამყრელიძე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას ამიერიდან სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა. ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. რუსთავი 2

ლევან გამყრელიძის მოადგილედ იგა ზაალიშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, იგა ზაალიშვილი დაინიშნა. – საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სპეციალურ პრეს-ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახური, როგორც წამყვანი უწყება ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, დღეს ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. – მას დღესაც ყოველდღიურ რეჟიმში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018