ჭდე: ლომის ბოკვერი

მორბენალმა შემთხვევით ლომის ბოკვერი იპოვა

ნიდერლანდელმა მორბენალმა ქალაქ უტრეხტის შემოგარენში სირბილის დროს, შემთხვევით გალიაში ჩაკეტილი ლომის ბოკვერი იპოვა. ინფორმაციას BBC ნიდერლანდების საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს. მოქალაქემ ბოკვერი “ლომების ფონდში” მიიყვანა, სადაც ვეტექიმმა გასინჯა. როგორც გაირკვა, ბოკვერი დაახლოებით ოთხი თვის არის. პოლიცია ცხოველის პატრონს ეძებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პოლიციამ Twitter-ზე გამოაქვეყნა. ბოკვერის მპოვნელი ამბობს, რომ ცხოველს გალიიდან გაქცევა თავისუფლად შეეძლო. იმედინიუსი

akhalitaoba.ge © 2017-2018