ჭდე: მალხაზ მაჩალიკაშვილი

”ზაზას და მალხაზის ამ ფოტოს ფონზე ყველაფერი დანარჩენი ისე უმნიშვნელო ჩანს…”

რამდენიმე წუთის წინ ნინო ბაქრაძე-პრიმაკოფმა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ”აი, ამ ფოტოს ფონზე ყველაფერი დანარჩენი, მთელი ეს “პოლიტიკური პერიპეტიები” და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების ბრძოლა ისე უმნიშვნელო ჩანს :(”, – წერს მანანა გაგუა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩაკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აგრძელებს. მეორე შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე კი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, “ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება – გადადგეს ხელისუფლება”. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე […]

კმარა აბუჩად აგდება! – სარალიძე და მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ

შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციების განახლებას 10 სექტემბრიდან. ამის შესახებ მათ პარლამენტთნ ბრიფინგი ჩაატარეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს. „პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე […]

„არ მინდა, ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ” – მალხაზ მაჩალიკაშვილის 9 საათიანი დაკითხვა სუს-ში დასრულდა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს მისთვის რაიმე ახალი შეკითხვა არ დაუსვამთ. „არანაირი სიახლე არ ყოფილა. მიცემული ჩვენების განმეორება იყო. სხვა არაფერ არ იყო, არანაირი სიახლე არ არის, არანაირი ისეთი შეკითხვა არ ყოფილა,“ – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაკითხვის წინ თქვა, რომ ჩვენების მისაცემად აღარ მივა. […]

“სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, კითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ”- მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თმირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეის შემდეგ სუს-ის შენობაში შესვლას არ აპირებს. “დღეის შემდეგ გამოკითხვაზე მოსვლას აღარ ვაპირებ. ცირკში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ. დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მესამედ დაიბარეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მესამედ დაიბარეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს ელოდებიან. მაჩალიკაშვილი უწყებაში დაბარება ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში ხდება, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს. “ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. ის ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა.

სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა

ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მან სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა. მაჩალიკაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კონკრეტული კითხვა იყო, რას გულისხმობდა 31 მაისს გაკეთებულ განცხადებაში. „თერმილანის მკვლელობის დღიდან არის უსამართლო დევნა. კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი მაშინ ჩემს განცხადებაში. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული, შვილმოკლული მამის სიტყვები. […]

ადვოკატი ჩუთლაშვილი – “მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება თავის აფეთქების შესახებ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს”

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის განმარტებით, მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არარელევანტურია. როგორც ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება არავითარი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება. “ამ განცხადებასთან და ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ თვითონ ბატონი მალხაზის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ პირველ არხს მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული. რას უკავშირდება დაკითხვაზე მისი დაბარება, ადვოკატისთვის უცნობია. „მე ვარ შვებულებაში, არ ვიმყოფები თბილისში და სამწუხაროდ, ბატონ მალხაზს ჩემ გარეშე მოუწევს სახელმწიფო […]

akhalitaoba.ge © 2017-2018