ჭდე: მამუკა ბახტაძე

გიორგი მარგველაშილი პრემიერ-მინისტრს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომის მოწვევას სთხოვს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დღეს ქვეყანაშ არსებობს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართული ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა: „გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ […]

ნინო ჯანგირაშვილი მამუკა ბახტაძეზე – “ესეც რომ მომიტრიალდეს და ნაცი ხარო მითხრას, დედას გეფიცებით, ტუფლს გავიხდი და ვესვრი”

ნინო ჯანგირაშვილმა მამუკა ბახტაძეზე ფეისბუქში დაწერა: “იიიიი, ჩაქრი შენა.  😁 ეს მაინც რომ გააჩუმონ ამ თემაზე არ შეიძლება? 2012 წლის ზაფხულში მე პირადად აქციებზე რომ ვიხრუკებოდი, ხან მაესტროს თეფშებს ვიხვეწებოდით და ხან მედიაზე სხვა ტიპის ზეწოლას ვაპროტესტებდი, ამ ბუბლიკმა ზუსტად იმ დროს 20.000 ლარი შესწირა ნაცებს. ახლა ერთ დღეს ესეც რომ მომიტრიალდეს და ნაცი ხარო მითხრას […]

„პრემიერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა ეთქვა ის, რაც თქვა“ – სამადაშვილი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაერო-ში – პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერს მძაფრი განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე მკვეთრი განცხადება და აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო. „იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, იძახის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ […]

მამუკა ბახტაძე რუსეთს – “გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან” – პრემიერი გაეროში სიტყვით გამოვიდა

მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა. გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. “თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ […]

მამუკა ბახტაძე: „ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ“

თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ტურბულენტობას ზოგადად, რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ინვესტორების მზარდი რწმენა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება ძალიან მნიშვნელოვანი სექტორების მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და რეინვესტირების მაჩვენებელს ეხებოდა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი იმის დასტურია, […]

ნიკა გვარამია მამუკა ბახტაძეზე – “სრული კატასტროფა და ქვეყნის სირცხვილი”

ნიკა გვარამიამ მამუკა ბახტაძია გამოსვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ფეისბუქში ასე შეაფასა: “ეს რა ვიხილე, პრემიერი ბახტაძე უმაღლესი რანგის საერთაშორისო კონფერენციაზე. სრული კატასტროფა და ქვეყნის სირცხვილი. გაფითრებულ-დაზეთილი კობახიძეც კი ათჯერ ჯობდა.”

ვის ეხება პრემიერის „ბოლო გაფრთხილება“ კურორტების არასათანადოდ მომზადებაზე

ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას,- ასე პასუხობს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შეკითხვას, თუ ვის ეხება მისი „ბოლო გაფრთხილება“ და საყვედური საქართველოს კურორტების არასათანადოდ მომზადებასთან დაკავშირებით. „ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც თანამდებობრივად ეკუთვნის, რომ კურორტები იყოს შესაბამის დონეზე მომზადებული, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე. მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელები და გვარები, […]

პრემიერმა ახალი გუბერნატორები დაასახელა

პრემიერ მინისტრმა რეგიონების ახალი რწუმნებულები დაასახელა. მცხეთა მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა; ქვემო ქართლის – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე ჯავახეთის – ბესიკ ამირანაშვილი; შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი; სამეგრელო ზემო სვანეთის – ალექსანდრე მოწერელია; გურია – ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იქნება. პრემიერის განცხადებით, საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორების მოადგილეების პოსტებსაც. ბახტაძის თქმით, სამეგრელო ზემო […]

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. განცხადების ავტორები 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ კონკრეტულ რეაგირებას ითხოივენ. „უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე., ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის […]

მამუკა ბახტაძე – ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, მაგრამ დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი

ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც შეუძლია ღირსეული შედეგი მიიღოს, მაგრამ ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბახტაძე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლდათ სწორედ ის, რომ საქართველოში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018