ჭდე: მარგველაშვილი

მარგველაშვილი – “პრეზიდენტად კენჭის ყრა ჯერ არ გადამიწყვეტია… მოქალაქეები მაქსიმალურად დავაბნიეთ”

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის  კვლევის შედეგებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უპრეცენდენტოდ მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს არამხოლოდ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც კი ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა, ხელისუფლებამ შეარყია. „დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების […]

მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯომარედ თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. კანდიდატურის დასახელებამდე გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები გამართა. „ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი ქართული ოცნების მიერ, რომელიც არის ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. ოპოზიციას, მე გამოვხატე ეს გაკვირვებაც, არ წარმოუდგენია ჩემთვის ალტერნატიული კანდიდატურა, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე. […]

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება შეიძლება ნიშნავდეს მის მზადებას პოლიტიკაში დასაბრუნებლად? – გიორგი კვირიკაშვილმა “ქართულ ოცნებაში” თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია. გადადგომის დღეს კვირიკაშვილმა თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რადგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე […]

“უსუფაშვილს სამიტის შემდეგ შევხვდები” – მარგველაშვილმა წერილს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას  ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ღია წერილში დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, ღია წერილს გუშინ გაეცნო და წერილის შინაარს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ნაწილში იზიარებს. „მინდა გითხრათ, რომ ეს ერთი ნაწილია წერილის, შემდეგია, […]

უსუფაშვილმა მარგველაშვილს ღია წერილი მიწერა – ”ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მაგრამ…”

“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს. მარგველაშვილის სახელზე დაწერილ ღია წერილს “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “ვითარება რთულია – ქვეყანა თავზე გვექცევა… გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას! ვითარება რთულია: – ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ოცნება ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს; – ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის […]

მარგველაშვილმა სააკაშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა

უარი მოქალაქეობის აღდგენაზე – ასეთია ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის პასუხი მესამე პრეზიდენტის მოთხოვნაზე. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ სააკაშვილს ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ მას მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით, პრეზიდენტისთვის არც კი მიუმართავს. საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა. მისი თქმით  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მისი დაბრუნების ეშინია, პოლიტიკური დევნის რეალური მიზეზიც […]

როგორ მისდევენ მარგველაშვილს ჟურნალისტები – ვიდეო

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტ მარგველაშვილის ჩასაწერად ჟურნალისტებს გვარიანი სირბილი მოუხდათ. ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე ამ დიდი გარბენის ვიდეოს აქვეყნებს. ნეტა საიდან გადის მარგველა? 😂 მედია დღის ბოლოს! Gepostet von George Kikabidze am Mittwoch, 2. Mai 2018

პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვა. ეს ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა რეგლამენტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მარგველაშვილი დებატების საშუალებას ითხოვდა. გარეთ გამოსულმა მარგველაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: – გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ, ბუნებრივია რომ მქონდეს დებატების საშუალება, პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას როცა პარლამენტი მიკრძალავს, შინაარსს ვერ […]

მარგველაშვილი – ”უბინძურესი შავი პიარი ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. – იმის შესახებ, თუ რა უნდა დაიხვეწოს შეწყალების კომისიის მიმართულებით დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც. მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ, […]

მარგველაშვილმა თბილისში დუდა მიიღო

საქართველოს ტრანზიტული ვიზიტით ავღანეთიდან პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეწვია. პოლონელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, საუბარისას განიხილეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ დუდას შესაძლო ვიზიტი, ასევე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატო-ს მომავალ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018