ჭდე: მარგველაშვილი

ლუკაშენკო მარგველაშვილს მინსკში თბილისობაზე შეხვდა – „ჩვენ ისე ვართ, როგორც ცხელ ქვაბში – ყველა მხრიდან გვახურებენ“

ლუკაშენკო მარგველაშვილს მინსკში თბილისობაზე შეხვდა - „ჩვენ ისე ვართ, როგორც ცხელ ქვაბში - ყველა მხრიდან გვახურებენ“

ბელორუსებს კარგი, პატივსაცემი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ქართველებთან, – სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით, მარგველაშვილმა ქართველი ხალხის სახელით თბილი სიტყვები გადასცა ლუკაშენკოს, რასთან დაკავშირებითაც, ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელორუსებმა ასეთი დამოკიდებულება დაიმსახურეს, რადგან ქართველ ხალხს ყოველთვის დიდი პატივისცემით ექცეოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელორუსული პროდუქციის მაღალ […]

გიორგი აბაშიშვილი – “ბატონო პრეზიდენტო, დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ… მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ”

გიორგი აბაშიშვილი - "ბატონო პრეზიდენტო, დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ... მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ"

გიორგი აბაშიშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა: “ერთი ასეთი ისტორია: 2013 წლის აგვისტოში გავიცანი პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით ეკონომიკაზე, ვცდილობით საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე გაგვემახვილებინა ყურადღება.თუმცა, ძალიან მალე მივხვდი რომ სერიოზული ოპონენტი გავიჩინე ეკონომიკის საკითხებზე  🙂 2014 წლის 30 მაისს კი მხვდა პატივი წილად გავმხდარიყავი პრეზიდენტის […]

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება. „რა თქმა უნდა, ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. იმედი მაქვს, ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც ეხება უფლებამოსილების გადაბარებას, წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი – ”ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”

მარგველაშვილი - ”ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს"

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს: “ვუსამძიმრებ ყოფილ პრემიერმინისტრს და პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს დედის, ციცინო ივანიშვილის გარდაცვალებას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს”- აღნიშნავს პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიუპოსტი

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა…” – კვირიკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა

"ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუმცა..." - კვირიკაშვილმა მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი მის დამოკიდებულებაზე საუბრობს: “ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების […]

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათვის და საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ბეგლინგერის დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. გიორგი მარგველაშვილმა ლუკას ბეგლინგერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მარგველაშვილი – “პრეზიდენტად კენჭის ყრა ჯერ არ გადამიწყვეტია… მოქალაქეები მაქსიმალურად დავაბნიეთ”

მარგველაშვილი - "ირაკლი ქორიძის ყოფილი ცოლი ჩემი მეუღლის ბიძაშვილია და ის თვალითაც არ მინახავს"

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის  კვლევის შედეგებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უპრეცენდენტოდ მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს არამხოლოდ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც კი ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა, ხელისუფლებამ შეარყია. „დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების […]

მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯომარედ თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯომარედ თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. კანდიდატურის დასახელებამდე გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები გამართა. „ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი ქართული ოცნების მიერ, რომელიც არის ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. ოპოზიციას, მე გამოვხატე ეს გაკვირვებაც, არ წარმოუდგენია ჩემთვის ალტერნატიული კანდიდატურა, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე. […]

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი - შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება შეიძლება ნიშნავდეს მის მზადებას პოლიტიკაში დასაბრუნებლად? – გიორგი კვირიკაშვილმა “ქართულ ოცნებაში” თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია. გადადგომის დღეს კვირიკაშვილმა თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რადგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე […]

“უსუფაშვილს სამიტის შემდეგ შევხვდები” – მარგველაშვილმა წერილს უპასუხა

"უსუფაშვილს სამიტის შემდეგ შევხვდები" - მარგველაშვილმა წერილს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას  ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ღია წერილში დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, ღია წერილს გუშინ გაეცნო და წერილის შინაარს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ნაწილში იზიარებს. „მინდა გითხრათ, რომ ეს ერთი ნაწილია წერილის, შემდეგია, […]