ჭდე: მარნეული

კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე – არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს

არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. “მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. […]

ივანიშვილის და მარნეულის მერის გინებისთვის, მოქალაქეს საკუთარი შარდით სახე დააბანინეს

მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს. ცნობილი გახდა, რომ მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო იძიებს.

მარნეულში 21 წლის მამაკაცი სანადირო თოფითაა მოკლული

მარნეულში, შულავერის ადმინისტრაციულ ოლქში, სოფელ სეიდ გოჯალოში, მდინარე დებედასთან 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს, სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. თუ რა გახდა ახალგაზრდის მკვლელობის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია თუ ვინ არის მკვლელი. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა […]

მარნეულში 21 წლის ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი, ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მოქალაქე ლაშა ქველაძე წერს. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვალიევი გუშინ საღამოს სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დილით კი მწყემსმა სოფლის ჭალაში გარდაცვლილი იპოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილს თავის არეში ძლიერი დაზიანება აქვს მიყენებული. ნიუპოსტი  

მარნეულში მატარებელი 12 წლის ბიჭს დაეჯახა და მოკლა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მარნეულში – არასრულწლოვანი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 12 წლის ვ.გ მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის სიგნალი ვერ გაიგონა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოზადს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი […]

შსს: მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალა შევიყვანეთ

შინაგან სამეთა სამინისტრო მარნეულში სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყვანას უარყოფს. – არჩევნების დღეს საპოლიცო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – განუცხადეს “ნიუპოსტს” შსს-ში. ადგილობრივი მედიის ცნობით კი პოლიციის უკან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ე.წ. […]

გიორგი მღებრიშვილი მარნეულში ჩავიდა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მის თანმხლებ პირს მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მარნეულში უკვე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც სიტუაციას ადგილზე ეცნობა. ნიუპოსტი

მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ​ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ​ჯეიხუნ ჩოვდაროვი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მარნეულში “ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ და კანდიდატის გარდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მარნეულის ზეთის ქარხანაში ხანძარი ჩააქრეს

მარნეულის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელ საწარმოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულისა და კოდის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სამი ბრიგადა აწარმოებდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტექნიკური ზეთის ავზებს წაეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტერპრესნიუსი

”ოცნების” წევრმა ”ევროპული საქართველოს” წევრი დაკრძალვაზე სცემა

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრობის კანდიდატს მარნეულში დაკრძალვაზე სცემა. პარტიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებით, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედ ალ ბედიევთან ერთად, თავს დაესხა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ალი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018