ჭდე: მარნეული

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

მარნეულში აივანი ჩამოინგრა - 1 ადამიანი დაიღუპა

ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა”, – […]

მარნეულში აივანი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა

მარნეულში აივანი ჩამოინგრა - 1 ადამიანი დაიღუპა

მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა და მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა – შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ არის დაშავებული ორსული ქალი. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მთავარი

20 წლამდე ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მარნეულში, აეროდრომის დასახლების მიმდებარედ ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 21 წლამდე კაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა კაცს მოტეხილობები აღენიშნება. როგორც “ინფო რუსთავს” სინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავარიას მარნეულში 2 ადამიანი ემსხვერპლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია. იპნ

თვითმკვლელობა მარნეულში

თვითმკვლელობა მარნეულში

პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის კიდევ ერთი საქმე. რაუფ ბაირამოვის ნათესავები სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ პოლიციის ძალადობა გახდა შუახნის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. ნათესავები ამბობენ რომ ბაირამოვს პოლიცია ქურდობასა და ძალადობაში ადანაშაულებდა. დაკითხვიდან მოსვლის შემდეგ კი ის ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში გარდაცვლილი ნახეს. ბაირამოვები არ გამორიცხავენ რომ შუახნის კაცი პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. […]

მარნეულში სასაფლაოს ღობეები მოიპარეს

მარნეულში სასაფლაოს ღობეები მოიპარეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარში სასაფლაოს ღობეები მოხსნეს და მოიპარეს. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები საგამოძიებო ღონისძიებას ატარებდნენ. გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული. საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დილით, როცა საფლავზე გავიდნენ, სასაფლაო ღობეების გარეშე დახვდათ. მარნეულის სოფლებში 1 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მთავარი

,,სამი თვის შვილი დარჩა“ – მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

მარნეულში არასრულწლოვანმა 29 წლის ახალგაზრდა დანით მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. „დაპირისპირების მიზეზი არ ვიცით. ამბობენ, რომ დანა ზურგიდან დაარტყა. ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. კონფლიქტური არ ყოფილა. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. სამი თვის შვილი დარჩა. დანით მოკლეს. მკვლელობის მოტივს პოლიციელები დაადგენენ. დაკავებული ჩვენი მეზობელია,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ცნობისთვის, […]

მარნეულში 17 წლის მოზარდმა კაცი მოკლა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

მარნეულში ურთიერთშელაპარაკებისას კაცი მოკლეს – დაკავებულია 17 წლის მოზარდი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 2005 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა”, – წერია უწყების განცხადებაში. სამართალდამცველებმა დანაშაულის […]

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია 4 პირი

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავა. მარნეულში დაკავებული ბ.ზ.-ს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”. ფონიჭალაში დაკავებული ბ.გ-ს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ზუგდიდში დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი […]

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

ცოტა ხნის წინ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს  – არსებული ინფორმაციით დაკავებულებს შორის არიან კახა კვეკვესკირი და ჯაბა ქამადაძე და კიდევ ერთი პირი. მარნეულის 66-ე უბანთან უცო პირები მივიდნენ და გიორგი მუმლაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.