ჭდე: მერკელი

სააკაშვილი დახმარებას მერკელს სთხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და ანგელა მერკელს სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს. „კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და უნდა თავიდან მომიშოროს, რადგანაც […]

ბერლინის “ყვითელი ბარათი” კიევს – მერკელი პოროშენკოს მკაცრად აკრიტიკებს

უკრაინაში “შეუჩერებელი” კორუფცია ქვეყნის ხელისუფლებიდან იწყება- განცხადება ამის შესახებ ანგელა მერკელის თანაპარტიელებმა ელმარ ბროკმა და ნორბერტ რეტენგერმა”ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთეს. ბუნდესტაგის წევრი რობერტ რეტენგერიკორუფციასთან არასათანადო ბრძოლის გამო პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოროშენკომ უნდა გადაწყვიტოს-“სურს მას იყოს პრეზიდენტი, თუ ოლიგარქი – ქვეყანა თუ ფული”. დეპუტატის განცხადებით უკრაინამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას კორუფციის წინააღმდეგ და ეს ქვეყნის ხელისუფლებიდან […]

მერკელმა მმართველი კოალიცია ვერ შექმნა – თავისუფალმა დემოკრატებმა და მწვანეებმა უარი უთხრეს

მმართველი კოალიციის შექმნის საკითხზე 2-თვიანი მოლაპარაკებები ბერლინში უშედეგოდ დასრულდა. „თავისუფალმა დემოკრატებმ“ და „მწვანეთა პარტიამ“ კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადეს. ექსპერტების შეფასებით, ვითარებიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანიაში შექმნილი მდგომარეობა ევროკავშირში მერკელის, როგორც ავტორიტეტის იმიჯს ასუსტებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კონსტიტუცია მმართველი კოალიციის შექმნის ვადას არ ზღუდავს, ამიტომ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მერკელმა კოალიციის შექმნაზე […]

გადამწყვეტ ტელედებატებში მერკელმა შულცი დაამარცხა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 3 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და მის ოპონენტ მარტინ შულცს შორის გადამწყვეტი სატელევიზიო დებატები გაიმართა. Reuters-ის ცნობით, დებატებში ქრისტიან-დემოკრატმა მერკელმა გამოკითხულ ამომრჩევლთა 55%-ის მოწონება დაიმსახურა. კვლევა გერმანულმა ორგანიზაცია Infratest dimap-მა ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ ამომრჩეველთა 55%-ი ხმას მერკელს აძლევს, ხოლო 35% მის ოპონენტს “სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან” მარტინ შულცს. გერმანიაში საპარლამენტო (ბუნდესტაგის) არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. […]

ერდოღანი: ”ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ბრალი ტერორისტების მხარდაჭერაში დასდო. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა A Haber TV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. __ ქალბატონო მერკელ, რატომ აძლევთ თქვენს ქვეყანაში თავშესაფარს ტერორისტებს? რატომ არაფერს აკეთებთ? ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ტერორისტებს გულისხმობდა, თუმცა მითითება […]

akhalitaoba.ge © 2017-2018