ჭდე: მესტია

მესტიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს […]

მესტიაში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მამაკაცი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებულ მდინარეში შესული მამაკაცი წყლიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს. ნიუპოსტი

მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით სოფელ ლატალში მოხდა. სოფლის გამგებლის, თენგო ფარჯიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მისი მოადგილის ძმაა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლლეობას გულისხმობს.

არეულობა მესტიაში – ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ – სვანეთში გახარიას მოადგილე ჩავიდა

მესტიის ცენტრში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. როგორც ,,ნიუპოსტს” განუცხადეს, ადგილზე მძიმე ტექნიკა შეჰყავთ, თუმცა მესტიის მკვიდრი ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ და შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი ჭალა ჰესის მშენებლობისთვის მძიმე ტექნიკის შემყვანას აპროტესტებენ და ითხოვენ ამ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად მათი პროტესტისა, ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკა მაინც შეიყვანეს ადგილზე. აქციის მონაწილეები მესტიის გამგებლის […]

მესტიაში სპეცრაზმია მობილიზებული

მესტიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავები გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირა. უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები არ აკონკრეტებენ. სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. ისინი მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აპირებენ რომ “სინერჯი ქონსტრაქშენმა” სპეცტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ. საპროტესტო […]

ლომარ ნიგურიანი მესტიის ბაზარში 39 წლის მ.ნ.-მ ჩაცხრილა – ახალი დეტალები ენმ-ს წევრის მკვლელობის ირგვლივ

მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის, მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება 39 წლის ბრალდებულს ეძებს. გამოძიება კი ორი მუხლით მიმდინარეობს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა […]

მესტიაში საკრებულოს წევრი, ნაციონალი ლომარ ნიგურიანი ჩაცხრილეს

მესტიაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი. მკვლელობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. ფაქტი ნიუპოსტთან “ნაციონალურმა მოძრაობამაც” დაადასტურა, ნიგურიანი საკრებულოს წევრი ამ პარტიის სიით იყო.

სტიქია სვანეთში – უხვმა ნალექმა მესტიაში გზები და ხიდები დააზიანა

უხვი ნალექის შედეგად მესტიაში გზები და ხიდები დაზიანდა. ასევე დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმუშავებს.

 სტიქია მესტიაში – დაზიანდა მშენებარე ჰესი, წაღებულია გზები და ხიდები

მესტიაში სტიქიას ებრძვიან. მდინარეების ენგურის, კოლხურას, დოლურას და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი. გარდა ამისა, მდინარე ენგურის ადიდების გამო მშენებარე ჰესი მესტია- ჭალა 1 დაზიანდა. როგორც “ნიუპოსტს” „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიიდან” აცნობეს, ჰესი სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს. – მესტიაში უხვმა ნალექმა მდინარეების, მათ შორის ენგურისა და […]

მესტიაში უნგრელი ტურისტი დაიღუპა

მესტიაში, ჭალაადის მყინვარზე, უნგრელი ტურისტი დაიღუპა. 30 წლის ტურისტი მყინვარიდან დაგორებულმა ლოდმა იმსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. უნგრეთის კიდევ სამი მოქალაქე უვნებლად გადარჩა. ნიუპოსტი

akhalitaoba.ge © 2017-2018