ჭდე: მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე: „პრემიერი კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“

თოქ-შოუ არჩევანში ჭყოდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პრეზიდენტს უპრინციპო ადამიანი უწოდა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე გააკეთა -უნდა შეიწყალოს თუ არა ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა – ამ საკითხთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს გერმანიიდან ჩამოსვლისას პრეზიდენტი პატრიარქს აეროპორტში დახვდა და მან ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან […]

სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს შორის მწვავე კამათი გაიმართა. ამ ინფორმაციის თანახმად, პატრიარქიის ქორეპისკოპოსი და მისი ე.წ. დაჯგუფება წმინდა სინოდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დასჯას ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დასჯის ერთ ერთ ვარიანტად მეუფე პეტრესთვის ახალი, მკაცრი გაფრთხილების მიცემა იგულისხმებოდა. მეორე ვარიანტად […]

მეუფე პეტრე: “დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა”

დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე. – სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

დაადებს თუ არა სინოდი ახალ სასჯელს მეუფე პეტრეს

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული სინოდმა გადაწყვიტოს და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს ახალი სასჯელი დაადოს. არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე განხილული იქნება ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ ეკლესიის შიგნით და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შეგახსენებთ, რომ სინოდის 9 მარტის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე დადანაშაულებული იყო იმაში, რომ ის უხეშად არღვევდა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და […]

დააკავებენ თუ არა მეუფე პეტრეს და მეუფე დიმიტრის

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ოხანაშვილი საპატრიარქოს არაფორმალური მმართველი იყო” რა კავშირი აქვთ ნაციონალებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან, ვის უნდოდა პატრიარქის იზოლაციაში მოქცევა, უნდა ველოდოთ თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკავებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – სოსო ოხანაშვილი არის მეუფე დიმიტრის სიძე, დეკანოზი გიორგი მამალაძეც მეუფეს კადრად ითვლება. თავიანთი […]

მეუფე პეტრე – ”შორენა უწმინდესის დათანხმებას ცდილობდა, რომ მას ეშუამდგომლა პრემიერ-მინისტრთან მკვლელობაში ბრალდებული თურქი პატიმრის გათავისუფლებისათვის”

პატრიარქის მდივან-რეფერანტი ტერორიზმში ბრალდებულ პირებს მფარველობდა და პატრიარქს სთხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მათ გათავისუფლებაზე ეშუამდგომლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ამ საკითხზე ხმაურიან განცხადებას „კურიერთან“ წმინდა სინოდის წევრი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა აკეთებს. – მე მაცნობეს, რომ პატრიარქის მდივანი ცდილობდა უწმინდესი დაეთანხმებინა, რომ მას ეშუამდგომლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ამ მკვლელობაში ბრალდებული თურქი ეროვნების პატიმრის გათავისუფლებისათვის, – […]

მეუფე პეტრე: „მეუფე დიმიტრი  გულწრფელი არ არის, ფარისევლობს“

– მეუფე გულწრფელი არ არის, ფარისევლობს და უფრო მეტიც, უკვე შევაფასე მისი ეს გამოსვლა და აღარ განვმეორდები, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის’’ ეთერში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის თაობაზე თავად მეუფე დიმიტრისთვისაც კარგად არის ცნობილი. – ამ […]

მეუფე პეტრე – ”შორენა თეთრუაშვილმა ”კურთხევა“ მისცა მკითხავს, მონაზვნად აღკვეცილიყო”

ტელეკომპანია “პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი შორენა თეთრუაშვილის შესახებ საუბრობს, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მას სჯერა სოსო ოხანაშვილის და მის მიერ მოთხრობილი ამბის თეთრუაშვილის მიერ საპატრიარქოში მკითხავის მიყვანის შესახებ, რომელმაც დანემსილი თოჯინა იპოვა. – კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სასამართლო უსამართლოდ და უსინდისოდ დახურეს. დახურეს, რომ ეს ჩვენებები არ მოესმინათ… […]

მეუფე დიმიტრი – ”მეუფე პეტრემ პროკურატურის წისქვილს დაასხა წყალი”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ მკვლელობის მომზადების ბრალდებით გასამართლებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე სპეციალური განცხადება გააკეთა. “ჩვენ გამყარებული საკითხები ვერაფრით ვერ დავინახეთ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რასაც საზოგადოება და ჩვენც ვსვამთ, არის ის, რომ რა შუაში იყო საერთოდ შორენა თეთრუაშვილი და ვთქვათ მისი მკვლელობა. დამეთანხმებით ძალიან გაურკვეველი იყო და დღემდე კითხვებს აჩენს. ვიტყოდი, რომ […]

მეუფე პეტრე: „მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი“

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს ”ანტისახელმწიფოებრივად” აფასებს. როგორც მეუფე პეტრემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ”სუიციდი ჩაიდინა”. – ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018