ჭდე: მთავრობა

ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს

ხორვატიის ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერმინსიტრი ანდრეი პლენკოვიჩი, 12 ივლისს საბჭოს შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფორმებით მივიდნენ. გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.

საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამებში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს“-ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ჯამში, პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის […]

დავით ჭიჭინაძე – ”ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებად არის მთავრობის დამსახურება. როგორც დეპუტატმა BM.ge-ის განუცხადა, ტურიზმის ზრდაში მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემოა. „დანარჩენს მთავრობა ნუ დაიბრალებს. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, სამზარეულოს, ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სტუმართ-მასპინძლობის დამსახურება“, – ამბობს პარლამენტარი. მისივე თქმით, სწორედ ტურიზმში არსებული „გიგანტური […]

სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები გაერთიანდება 

საგარეო, ეკონომიკის და კულტურის მინისტრები კი გამოიცვლებიან ცვლილებები მთავრობაში – „კურიერის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება. ასევე შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიც. გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს და ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა […]

რომან გოცირიძე – ”მთავრობამ ეროვნული ბანკი ფეხქვეშ გაიგდო”

რომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა: ”ფინანსთა მინისტრი აანონსებს ინიციატივებს საბანკო და სალომბარდო სფეროში, რომელიც არის ეროვნული ბანკის პირდაპირი რეგულირების სფერო. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეროვნული ბანკი და მისი ახალი ხელმძღვანელბა ფეხქვეშ გაიგდო მთავრობამ. ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ეროვნული ბანკი სარგებლობდა საკმაო დამოუკიდებლობით და ძალიან ცუდია, რომ ბანკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ვერ გააგრძელა ეს ტრადიცია.”

ალავიძეს, ქუმსიშვილს და ჯანელიძეს უშვებენ – რას უყვება მთავრობის წყარო კურიერს

ხელისუფლებაში დიდი სამთავრობო ცვლილებები იწყება. მთავრობის ადმინისტრაციიდან სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ თანამდებობას ემშვიდობება რეგიონული განვითარების მინისტრი. ზურაბ ალავიძეს ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი შეცვლის, რომელიც  ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია. პრესა აქტიურად წერს, რომ მთავრობიდან შესაძლოა, გაუშვან კვირიკაშვილის კადრი ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე და პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი. პოსტიდან წასასვლელად მზად […]

„პანკისი იმსახურებს სიმართლეს“, “შეიზღუდოს სუს-ის ძალაუფლება“ – აქციაზე მთავრობასთან სანთლები დაანთეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან პანკისის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. შეკრება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“, „აუდიტორია 115-ისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით დაიგეგმა. სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება […]

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა. მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა […]

რატომ შეხვდა კვირიკაშვილი მინისტრებს შუაღამეს და რა საკითხები განიხილა კობახიძემ პარლამენტში

გვიან ღამით, გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ტელეკომოპანიის ცნობით, საგანგებო თათბირი ღამის 11 საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მთავარი განსახილველი თემა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები იყო. პარალელურად, შეხვედრა მიმდინარეობდა ქუთაისის პარლამენტში, სადაც ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სუს-ის ხელმძღვანელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა. „კურიერის“ ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების მიზეზი, იუსტიციის […]

მთავრობა 2018 წელს აქციზიდან ნაკლები შემოსავლის მიღებას ელოდება

მთავრობა 2018 წელს აქციზიდან ნაკლები შემოსავლის მიღებას ელოდება. 2018 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგინების მიხედვით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2017 წლის გეგმასთან შედარებით (1,627,0.) შემცირებული მაჩვენებელია. საბიუჯეტო დოკუმენტში განმარტებულია აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირების მიზეზები: თამბაქოს აქციზი:  • 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული თამბაქოს პროდუქციის მარაგები (ძირითადად იმპორტირებული) შემცირდა მნიშვნელოვნად. 2016 […]

akhalitaoba.ge © 2017-2018