ჭდე: მირზა სუბელიანი

”ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში” – სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა იმ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი და სია სრულად დამტკიცდა. დაცვის მხარემ დამატებით მოითხოვა მოწმის სახით პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის დაკითხვაც, რადგან როგორც გაირკვა მასთან კითხვები აქვს თავად ბრალდებულსაც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ის […]

“მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”- საგამოძიებო კომისია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი. ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ “მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”. „კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილის […]

სერგი კაპანაძე: „მირზა სუბელიანმა ცრუ ჩვენება მოგვცა“

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები გამოკითხეს. კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესო ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობდნენ. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, მირზა […]

მიხეილ შაყულაშვილი – ”მირზა სუბელიანმა მითხრა, რომ მკვლელობა 51-ე სკოლასთან მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა”

”ზვიად ფხაკაძესთან კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები”, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ის, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დაჭრის მომენტში იმყოფებოდა ფარდულიან 8-9 […]

მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა – ”თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი”

მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შემდგომი სხდომა 30 ივლისს გაიმართება. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა. ”თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი”, – ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, […]

მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

მირზა სუბელიანს წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ ბრალი წაუყენეს. „მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 336 მუხლით წარუდგინეს. რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო“ – თქვა სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის […]

ნიკა მელია – „სად არის დათუნას მკვლელი? მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში”

მოზარდების მკვლელეობის საქმე – შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მირზა სუბელიანი დააკავა, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან ექვს თვემდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მირზა სუბელიანი „გაუშვეს შვებულებაში, რადგან მან არ გასცეს პასუხი საზოგადოების კითხვებს“: „მირზა სუბელიანს ისეთი მუხლი […]

ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის დაკავებაზე – ”ნუ მეთამაშებით! აქციები გაგრძელდება!”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება. ზაზა სარალიძემ შსს-ში გაკეთებულ განცხადება კურიერთან შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება: „ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ […]

მირზა სუბელიანი დააკავეს – მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 2-დან 4 წლამდე ციხე ელის

შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის […]

წინასწარი ინფორმაციით, მირზა სუბელიანი დაკავებულია

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი დააკავა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს დაკითხვაზე მესამედ გამოიძახეს, მოგვიანებით შსს-ში მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც გამოცხადდა, რის შემდეგაც სუბელიანი სავარაუდოდ ოფიციალურად დააკავეს. მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-ში ოფიციალურად არ ადასტურებენ. ამ ეტაპზე უწყების პრესსასმახურში განმარტავენ, რომ სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე უახლოეს ხანში შინაგან საქმეთა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018