ჭდე: მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პუტინი ყოველთვის თქვენობით მელაპარაკებოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „Эхо Москвы“-სთან საუბრისას პუტინთან ურთიერთობის შესახებ აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ მას რუსეთის ლიდერი ყოველთვის ზრდილობიანად, თქვენობითი ფორმით მიმართავდა. “პუტინთან პირადი, ხმამაღალი კონფლიქტი არასდროს მქონია. ყველა ის ისტორია, რომ მე მას თითქოს ვლანძღავდი, სრული სისულელეა. ჩვენ ძალიან ზრდილობიანი საუბრები გვქონდა ხოლმე და ყოველთვის თქვენობით ფორმაში. […]

ნინო ბურჯანაძე – “ივანიშვილიც სააკაშვილის გზას გაუდგება”

გახდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, ვის და რას ელოდება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, როდის გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს, რა გზავნილები ამოიკითხა მან და როგორ აფასებს გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას? – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობას” ესაუბრება. – საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, უკვე დასახელებულია კანდიდატები. წამოაყენებთ თუ არა საკუთარ კანდიდატურას […]

გიორგი ქობულია – ”რა კარგი იყო სააკაშვილთან მცხეთის სალობიეში!”

„სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, მცხეთაში სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ, დეპუტატებთან საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველაზე მეტი კითხვა ეკონომიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრების მისამართით ისმოდა, ერთ-ერთი კითხვა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა. „ბატონ მიხეილ სააკაშვილთან […]

სააკაშვილი: „ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა… მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის თოჯინებით“

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა: „პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს.ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქარველოს “მთავრობა” აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი […]

”მან აფერისტი და რუსი ებრაელი მიწოდა” – შალელაშვილი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან შალელაშვილი ივანიშვილის დახმარებით ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. “პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. დღეს მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხზე. სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით – „აფერისტი […]

მიხეილ სააკაშვილი: „ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „იმედის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მის წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაფია კი ცდილობს, მას ჰოლანდიაში დისკომფორტი შეუქმნას. „ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთ-ერთმა, ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც […]

მიხეილ სააკაშვილის და ბექა წიქარიშვილის ფარული შეხვედრა – ,,აიტ, სად გამოგიჭირეთ!”

ჰოლანდიაში მცხოვრები ლელა მიქელაძე-ბერიაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი ერთმანეთს ხვდებიან. ლელა მიქელაძე-ბერიაშვილის თქმით, ფოტო ჰოლანდიაშია გადაღებული. ,,ახლა ნახეთ ჩემი ლანძღვა. წინასწარ გაფრთხილებთ, არ დაიჯეროთ, ჩემზე რამეს თუ იტყვიან ნაცები. აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ,  უბრალოდ აზარტი თავისას შვება. ბოლომდე სანამ არ მოვჩიჩქნი, ვერ ვისვენებ… ჰოლანდიაში […]

მიხეილ სააკაშვილი: ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტისაზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. “მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან. შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას […]

ბერა – “მიშა ჩამოდი, მიშა მართლა ჩამოდი, რას გვატყუებ, ჩემო ძმაო?!”

სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა უპასუხა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ის ბერას ახალ კლიპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის. “Miha hamodi! Miha martla hamodi! რას გვატყუებ hemo zmao?! გუშინ ჩვენს ქვეყანას მუსიკის (კერძოდ ჰიპ-ჰოპის დარგში) კიდევ ერთი ექსპერტი მოევლინა. მართალია, ის კლიპსა და სუბტიტრულ სიმღერას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მაგრამ, მერე რა?! ჩემს სულიერებაშიც […]

სააკაშვილი – „ბერა ივანიშვილი საქართველოს ეკლესიას დაესხა თავს”

ბერა ივანიშვილის ახალ კლიპს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება: „ბერა ივანიშვილი, რომელიც მთავარი “დამკრიშავია” კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში. ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018