ჭდე: მკვლელობა

”ზ.გ.-მ მოკლა გ.ჩ., საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – შსს-მ მუხიანში მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ […]

მუხიანში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა

თბილისში, მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მამაკაცი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნიუპოსტი

გურჯაანში მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დავა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკვეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა – დუშეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი სავარაუდო დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მოტივი, არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვიანობა გახდა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას […]

ვენესუელაში უცნობმა პირმა კარნავალის 3 მონაწილე მოკლა, 5 კი დაჭრა

ვენესუელაში, ბოლივარის შტატში კარნავალის დროს მომხდარ სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა Nacional-ის ინფორმაციით, ტრაგედია ელ-კალიაოს მუნიციპალიტეტში მოხდა. კარნავალის კოლონის მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უცნობმა პირმა კარნავალის მონაწილეთა მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. ინტერპრესნიუსი

„ყველას ახსოვს 8-10 წლის წინ, გოგოს გამო მომხდარი დაპირისპირება“ – რას ჰყვებიან მოკლული ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრები

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 2 დღის წინ, დიღმის მასივში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პოლიციასთან ერთად, მოკლულ ნოდარ გუგეშაშვილის მეგობრებიც ეძებენ. როგორც გუგეშაშვილის მეგობრებისგან შევიტყვეთ, მომხდარიდან მალევე, ნოდარის მეგობრები იმ პირის სახლში ავიდნენ, რომლთანაც, მათი ინფორმაციით, მოკლულს წლების წინ კონფლიქტი ჰქონდა. რა სახის დაპირისპირება იყო ნოდარ გუგეშაშვილსა და მკვლელობაში ბრალდებულ პირს შორის, ამაზე ჩვენი რესპოდენტი არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, […]

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელმა საქართველო დატოვა?

გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავმდამსხმელი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ნიუპოსტი

მკვლელის სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო – გამოძიების ახალი დეტალები

გავრცელებული ცნობით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს. თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდა კაცი იყო და მკვლელს და ნოდარ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება გოგოს გამო არსებობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი […]

“ნოდარიკოს მიმიხედეთო…” – დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციამდე დაჭრილი შვილის მდგომარეობა მოიკითხა

ნიუპოსტის ცნობით, დოდო გუგეშაშვილის ახლობელი აცხადებს, რომ ოპერაციამდე აფხაზეთის ომის ვეტერანმა დაჭრილი შვილის მდგომარეობაც მოიკითხა და “ნოდარიკოს მიმიხედეთო,” თქვა. შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს თავს დაესხნენ. ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა ხოლო, დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკაშიაა მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის […]

,,ხუთი გასროლის ხმა გავიგეთ…” – ვინ არის ნაძალადევში მოკლული ,,ძივითა” და რას ჰყვებიან მეზობლები

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე ჩაცხრილული დავით ქმოსტელის საქმეზე ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვები გრძელდება. გამომძიებლებმა მოკლულის დეიდა გამოკითხეს, ვისთანაც გარდაცვლილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. გარდაცვლილი დეიდა აცხადებს, რომ მან არ იცის, თუ რის გამო შეიძლება მოეკლათ დავით ქმოსტელი და იგი არ იყო დაახლოებული კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებთან. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ საქმეზე ოპერატიული […]

akhalitaoba.ge © 2017-2018