ჭდე: მკვლელობა

გარდაბანში მკვლელობისთვის ი.კ. დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა […]

პოლონეთში ზუგდიდელი ქალი ქმარმა მოკლა

პოლონეთში ზუგდიდელი ქალი ქმარმა მოკლა

პოლონეთში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ზუგდიდიდან ემიგრაციაში წასული ოჯახი, პოლონეთში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, კაცმა ქალს დაზიანებები ყელის არეში მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბინის დაწვა სცადა. დაკავებისას კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარს პოლონეთის პროკურატურა იძიებს. არსებული ცნობით, ქმარზე შემაკავებელი ორდერი რამდენჯერმე იყო გამოწერილი. “სულ უკმაყოფილება ჰქონიათ, […]

ხაშურში მკვლელობისთვის 1 პირს ბრალი წაეყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯ.პ-ს […]

აკურაში მკვლელობისთვის ი.გ-ს ბრალი წარედგინა და მას ეძებენ

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ი.გ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ი.გ.-მ სიტყვიერი და […]

ცოლის მკვლელობისთვის როინ მებონიას პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობისთვის როინ მებონიას პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს – როინ მებონიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე მებონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა სულხან კომახიძემ განმარტა, როინ მებონიას […]

სოფო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ დედამისი კლინიკაში რჩება

ავტობუსში თბილისში ზუგდიდელი სოფო კვარაცხელია მოკლა ქმარმა

27 წლის სოფო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, დამძიმდა დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დრომდე ის “ჯო ენის” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება. მედიკოსები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა ჰოსპიტალიდან დაღუპულის დედის გაწერა ჯერ არ იგეგმება. ახლა მას დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. “პაციენტის ჯანმრთელობას მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა… ჯერ-ჯერობით გაწერა არ იგეგმება, […]

თელავში 1 კაცი მოკლეს, 2 დაჭრეს

თელავში 1 კაცი მოკლეს, 2 დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ აკურაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილებს შორის ერთი გარდაცვლილის ძმაა. დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე […]

ავტობუსში თბილისში ზუგდიდელი სოფო კვარაცხელია მოკლა ქმარმა

ავტობუსში თბილისში ზუგდიდელი სოფო კვარაცხელია მოკლა ქმარმა

თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­აა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მე­უღ­ლემ, შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. კვა­რა­ცხე­ლი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს 2 შვი­ლი ჰყავ­და. კვა­რა­ცხე­ლია ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ბი­უ­რო­ში მუ­შა­ობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ის მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. AMBEBI.GE მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ესა­უბ­რა: “სოფო 2017 წლის და­სა­წყის­ში, 3-4 […]

18 წლის მამაკაცმა ბუფალოს მარკეტში 10 კაცი მოკლა

18 წლის მამაკაცმა ბუფალოს მარკეტში 10 კაცი მოკლა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც მედია წერს, დანაშაული „რასობრივად მოტივირებული“ იყო. „ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ეს თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ინდივიდი, რომელმაც უდანაშაულო საზოგადოებაში ახლახან სიძულვილის დანაშაული ჩაიდინა, დარჩენილ დღეებს გისოსებს მიღმა გაატარებს“, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა. ეჭვმიტანილი 18 […]

“ყელზე აქვს დიდი ჭრილობა” – ასპინძაში მამაკაცი მოკლეს

"ყელზე აქვს დიდი ჭრილობა" - ასპინძაში მამაკაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს. 5 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, 35 წლამდე კაცს ყელის არეში  დიდი ჭრილობა აქვს. „ჩვენთან გვამი შემოიყვანეს. რა მოხდა, არ ვიცი. ყელზე აქვს დიდი ჭრილობა. რამდენადაც ვიცი გამვლელმა […]