ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი

ხორვატიის მთავრობის წევრებმა სხდომა ეროვნული ნაკრების ფორმებით ჩაატარეს

ხორვატიის ხელისუფლების წევრები, მათ შორის პრემიერმინსიტრი ანდრეი პლენკოვიჩი, 12 ივლისს საბჭოს შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების ფორმებით მივიდნენ. გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. მუნდიალის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.

სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს

მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს, რადგან მისი ტრავმა სერიოზული არ არის და სალაჰს გამოსაჯანმრთელებლად მაქსიმუმ 3 კვირა დასჭირდება. სალაჰმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო, როდესაც სერხიო რამოსმა მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და სალაჰი იძულებული გახდა მოედანი დროზე ადრე დაეტოვებინა. სალაჰის ტრავმამ ლივერპულზე ცუდად იმოქმედა და საბოლოოდ მერსისაიდელებმა ფინალი დათმეს. მატჩის შემდეგ სალაჰმა თქვა რომ […]

ისლამური სახელმწიფო მსოფლიო ჩემპიონატს დაემუქრა

ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ განცხადება გაავრცელა რომლის მიხედვითაც ისინი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ტერაქტების მოწყობას აპირებენ. მსგავსი მუქარები ადრეც იყო, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს რუსეთში დიდი ყურადღება მართებთ. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უკვე თვეზე ნაკლები დარჩა და მალე მთელი საფეხბურთო სამყარო რუსეთში შეიკრიბება. ტურნირის ორგანიზატორების თქმით მონაწილეების და ყველა ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.

ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს

ტოტენჰემის და ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოტოვებს. კეინმა ბორმუტთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შიშობდნენ რომ მას ხანგრძლივი მკურნალობა დაჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ კეინი ერთ თვეში შეძლებს მოედანზე გასვლას. ტრავმა არც ისე სერიოზულია და კეინი აპრილის ბოლოს ისევ დაბრუნდება ტოტენჰემის სასტარტო შემადგენლობაში. კეინი ამჟამად პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ სავარაუდოდ იძულებითი პაუზის […]

ისლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გავიდა

ისლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო დაამარცხა 2:0 და თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამრიგად ისლანდიელებმა პირველად ისტორიაში მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ისეთ ნაკრებებს აჯობეს, როგორებიც ხორვატია და უკრაინა არიან. ისლანდიის ნაკრებმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოუმატა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიელები მეოთხედფინალში გავიდნენ. შესარჩევ ეტაპზე მათ 7 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ. მეორე […]

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში კალათბურთის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. sportall.ge-ს ინფორმაციით, წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები (ეს ქვეყნები ევრობასკეტზე ვერ მოხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციოს გადიან) იქნებიან. შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და […]

akhalitaoba.ge © 2017-2018