ჭდე: მწყემსი

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებულ მწყემსს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ამერიკის მოქლაქეების მკვლელობა ხადას ხეობაში – ბრალდებულ მწყემსს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ბრალდება სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით წარსდგა სასამართლოს წინაშე, თუმცა დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლო პროცესზე დაკავებულმა მწყემსმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები უცხოელმა მამაკაცებმა მოკლეს და მას დედმამიშვილების მკვლელობით დაემუქრნენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ – დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებულმა სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია: „ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.

akhalitaoba.ge © 2017-2018