ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი

“ნიკოლოზ ბასილაშვილს ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა… კომპანიამ არ დააფინანსა…“

პიარმენეჯერი მეკო აბრამია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს.”რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობის დროს დამიკავშირდა, დაფინანსებას ითხოვდა… რომელიღაც ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა. რამდენი არ ვეცადეთ მაგრამ ამ კომპანიამ არ დააფინანსა. დარწმუნებული ვარ ახლა ამ კომპანიის მფლობელი ზის და უყურებს მის წარმატებას. მიხსენებს მეც და ნიკოლოზსაც ხოდა მინდა ვუთხრა რომ ეგ სინანული ახლა გვიანია! […]

ნადალმა ბასილაშვილი შეაქო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი მეტოქე შეაქო. ნადალის თქმით ბასილაშვილმა ფანტასტიური მესამე სეტი ითამაშა: ”ვცდილობდი აგრესიულად მეთამაშა და ვფიქრობ რომ მესამე სეტიც კარგად ჩავატარე, უბრალოდ ბასილაშვილი ფანტასტიური იყო. მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და ამან ბევრი პრობლემა შემიქმნა. მიხარია რომ მეოთხედფინალში გავედი”–განაცხადა რაფაელ ნადალმა. ნადალის შემდეგი მეტოქე […]

ბასილაშვილმა ნადალს სეტი მოუგო და ღირსეულად დამარცხდა

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და, სამწუხაროდ, დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე  და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ! მიუხედავად მსოფლიოს […]

“ბასილაშვილმა დღეს გამარჯვებაზე მეტი გააკეთა” – გიორგი ნიკოლაიშვილის ემოციური პოსტი – ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ყოველთვის ბანალურად მეჩვენებოდა ტექსტი: წააგო, მაგრამ ღირსეულად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან ბანალური ვარ და ვამბობ, გამარჯვებაზე მეტი გააკეთა დღეს ბასილაშვილმა. რაფაელ ნადალი უხერხული მეტოქეა ათეულის მოთამაშეებისთვისაც კი, ის ყველა ქულისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ნიკამ მოახერხა ის, რასაც მასზე ძლიერი ჩოგბურთელები იშვიათად ახერხებენ – მსოფლიოს პირველ ჩოგბურთელს […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6. ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266.000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა. ის მერვედფინალში ნადალისა და ხაჩანოვის […]

ბასილაშვილმა მე-18 ჩოგანს, ამერიკელ სოკს, მოუგო – ვიდეო

30 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობის მეორე შეხვედრაში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერს, 25 წლის ამერიკელ ჯეკ სოკს სძლია 4:6, 6:3, 6:2, 7:6. ეს შეხვედრა Louis Armstrong Stadium-ზე გაიმართა, რომელიც Us Open-ზე სიდიდით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-13 კორტია და 14.000 მაყურებელს იტევს. ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 93 ათასი დოლარი და 75 სარეიტინგო ქულა […]

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო. ნიკამ გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა. ამ დროისთვის ნიკა ლაივ-რეიტინგის 35-ე ადგილზეა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთეო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქოდნა, რომელიც 42-ე პოზიციაზე იყო. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. პირველი სეტის […]

ბასილაშვილმა ჰამბურგში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი დაამარცხა

ჰამბურგში მინდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატზე, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო კვალიფიკაციის მე-13 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრამ საათსა და 47 წუთს გასტანა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს. ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში – 7:6, 6:4 დაამარცხა და ჰამბურგის მასტერსის მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირში მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ნიკამ ურუგვაელი პაბლო კუევასი დაამარცხა 7:6, 6:4. აღსანიშნავია რომ ტურნირის პირველ ეტაპზე ბასილაშვილმა ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი ფილიპ კოლშრაიბერი გამოთიშა ასპარეზობას, რაც ერთგვარი სენსაციაც იყო. ამჟამად ბასილაშვილი რეიტინგში 81–ე პოზიციას იკავებს, მაგრამ მან უკვე გაინაღდა სარეიტინგო ქულები და ის მინიმუმ 68-ე პოზიციამდე იაწევს ტურნირის ბოლოს. მეოთხედფინალში […]

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯოკოვიჩთან უშანსოდ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა. მეორე წრეში მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელიც 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული და წლების მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. ბოლო პერიოდში ჯოკოვიჩი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ბასილაშვილი მან საკმაოდ ადვილად დაამარცხა 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:2. პირველ სეტში ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჯოკოვიჩის კლასმა და […]

akhalitaoba.ge © 2017-2018