ჭდე: ნიკოლ პაშინიანი

”პუტინ, აქედან წაეთრიე”! – პაშინიანმა მთავრობაში პროდასავლელი მოღვაწეები მოიყვანა

25 მაისს სომხეთის დიასპორის მინისტრის მოადგილედ ბაბკენ ტერ-გრიგორიანი დანიშნეს. ტერ-გრიგორიანი დაიბადა პარიზში, გაიზარდა და განათლება მიიღო აშშ-ში, იყო სოროსის ფონდის პროგრამების კოორდინატორი. ამასთანავე ტერ-გრიგორიანი შეითავსებს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის ფუნქციასაც. ნიკოლ პაშინიანის მოწინააღმდეგეები, მის მიერ ფორმირებულ მთავრობას იწუნებენ და აცხადებენ, რომ პაშინიანმა სომხეთის მთავრობა რუსოფობებით დააკომპლექტა, ერთ-ერთ მაგალითად კი ბაბკენ ტერ-გრიგორიანი აქციაზე აგდაღებული ფოტო მოჰყავთ: […]

ნიკოლ პაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

სომხეთის ახალი პრემიერი ნიკოლ პაშინიანი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. ეს პაშინიანის პირველი ვიზიტია. „ის პირველი ორმხრივი ვიზიტით ეწვია საქართველოს, ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ეს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსა და სომხეთს შორის, პოტენციალი დიდია. განვიხილავთ ვიზიტისას საკითხებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებეს კულტურულ კავშირებს. ეს […]

ნიკოლ პაშინიანი – “საქართველოში მალე ჩავალ”

ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმა „სპუტნიკს“ განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში ჩასვლას. „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა პაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ 11 […]

ნიკოლ პაშინიანი – ”ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩვენი საბედისწერო შეცდომა იყო”

სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ბაგრამიანის ბატალიონი და  მისი მონაწილეობა  აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იყო  სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები. ბაგრამიანის ბატალიონი იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია “კრუნკის” ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი […]

პაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერად არ აირჩია

სომხეთის ეროვნულმა კრებამ დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ვერ აირჩია. ერთადერთ კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი იყო წარდგენილი. მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. საკითხი დღეს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განიხილეს. ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს. ინტერპრესნიუსი

ნიკოლ პაშინიანი – ”სომხეთში რევოლუცია გრძელდება, იწყება მისი მეორე რაუნდი”

დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ოპოზიციამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო „რევოლუციის მეორე რაუნდის“ დაწყების შესახებ. – ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა მხარდამჭერებთან. მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე რაუნდთან დაკავშირებით. ოპოზიციურმა მოძრაობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესი რეალური ცვლილებებით დასრულდეს, – აცხადებს პაშინიანი. ყველა გადაწყვეტილებას პაშინიანი დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მიტინგზე გააჟღერებს. პოლიტიკოსმა Facebook-ის საკუთარ […]

კარაპეტიანმა პაშინიანთან შეხვედრა გააუქმა – სომხეთში შესაძლოა აქციები განახლდეს

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა დაადასტურა, რომ გაუქმდა მისი და ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. კარაპეტიანმა გაავრცელა მოქალაქეებისადმი მიმართვა, რომელშიც მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად დაასახელა პაშინიანის ახალი, ცალმხრივი მოთხოვნები შეხვედრის ფორმატის, დღის წესრიგის და გაშუქების შესახებ. კარენ კარაპეტიანის ინფორმაციით, პაშინიანმა წარადგინა სია იმ ადამიანებისა, რომლებმაც შეხვედრაში […]

ნიკოლ პაშინიანი – ”მზად ვარ, სომხეთის პრემიერი გავხდე”

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც 25 აპრილს სომხეთის მმართველ ძალასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს, არ გამორიცხავს, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. პაშინიანის განცხადებით, დღეს ხელისუფლება სომხეთში უკვე ხალხის ხელშია და თუ გამარჯვებული ხალხი მას ამ პასუხიმგებლობას დააკისრებს, იგი მზად არის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს. ნიკოლ პაშინიანი ხვალ მთავრობას შემდეგ პირობებს წაუყენებს: 1. ახალი, ხალხის მიერ ნდობით […]

ნიკოლ პაშინიანი სევანის პოლიციაში იმყოფება – სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ ის დააკავეს

სომხეთის ოპოზიციური მოძრაობა „ჩემი ნაბიჯი“-ს ლიდერი ნიკოლ პაშიანიანი ქალაქ სევანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია პაშინიანის „ფეისბუკ“ პირად გვერდზე განთავსდა. „ნიკოლ პაშინიანი ქალაქ სევანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება“,- ნათქვამია ცნობაში. საპროტესტო აქციის ლიდერები 22 აპრილს მასობრივი შეკრების უკანონო ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, თუმცა პაშინიანის ადგილსამყოფელი კოლეგებისთვის ცნობილი არ იყო. ოპოზიციის ლიდერების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც […]

ერევანში დემონსტრანტები პოლიციასთან მივიდნენ და პაშინიანის გათავისუფლებას ითხოვენ

საპროტესტო აქციების მეათე დღე – ვითარება ერევანში ამ დრომდე დაძაბულია. დემონსტრანტები პოლიციის განყოფილებასთან არიან შეკრებილები და დაკავებული ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ. სამართალდამცველთა ალყაშია პოლიციის შენობა და მიმდებარე ქუჩები. ოპოზიციის ლიდერებისა და დემონსტრანტების  დაკავება პოლიციამ დილიდან დაიწყო. შეტაკებების დროს ძალოვნებმა სპეცსაშუალებები გამოიყენეს და 200-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს. დაკავებულთა შორისა ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია. სერჟ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018