ჭდე: ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი – ”რუსეთი უნდა შეეგუოს ახალ ვითარებას სომხეთში”

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა შეეგუოს სომხეთში არსებულ ახალ გარემოებებს. ეს განცხადება ფაშინიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც სომხეთის ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნისგან თავის შეკავება ურჩია. “ჩვენთან ახალი ვითარებაა. ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ამ სიტუაციასთან ადაპტაცია, მატ შორის ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც და ჩვენც,” – განაცხადა ფაშინიანმა […]

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

ნიკოლ პაშინიანი: რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან

რუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას. „ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად“, – აღნიშნა პაშინიანმა. ოპოზიციურმა ფრაქცია „იელქმა“ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. […]

ნიკოლ პაშინიანი: “ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სარგსიანმა ქვეყანა კულისებიდან მართოს”

რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ახალი რიგგარეშე არჩევნების შედეგი სრულიად პროგნოზირებადია, – განაცხადა მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა. განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „ახლა უკვე ცხადია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და კერძოდ, კარაპეტიანი თვლიან, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდებიან სარგსიანის გადადგომით და ძალაუფლების შემდგომ გადაცემაზე ფიქრის დრო დადგა. ასეთ ვითარებაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018