ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯოკოვიჩთან უშანსოდ წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა. მეორე წრეში მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელიც 14 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული და წლების მანძილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. ბოლო პერიოდში ჯოკოვიჩი არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ბასილაშვილი მან საკმაოდ ადვილად დაამარცხა 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:2. პირველ სეტში ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჯოკოვიჩის კლასმა და […]

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ წააგო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ასპარეზობს და ის უკვე ათეულს მიღმა იმყოფება. ნოვაკმა მორიგი მარცხი ბარსელონაში განიცადა, სადაც ის სლოვაკ მარტინ კლიჟანთან დამარცხდა სამ სეტში. ნოვაკმა აღიარა რომ ის აღარ არის ისეთი როგორც ადრე, მაგრამ იმედოვნებს რომ ძველ ფორმას დაიბრუნებს, თუმცა ამის გაკეთება იოლი არ იქნება. ჯოკოვიჩმა მწვრთნელიც შეიცვალა, მაგრამ […]

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ნოვაკმა მერვედფინალში სენსაციური მარცხი განიცადა კორეელ ჰიონ ჩონთან სამ სეტში. ჩონი მხოლოდ 21 წლის არის და ის გახდა პირველი სამხრეთ კორეელი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. ჯოკოვიჩის და ჩონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში უამრავი საინტერესო გათამაშება იყო, რომლებიც ძირითადად კორეელი ჩოგბურთელის […]

ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სავარაუდოდ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს, რადგან მას იდაყვის საკმაოდ სერიოზული ტრავმა აწუხებს. როგორც აღმოჩნდა ნოვაკს ადრეც აწუხებდა იდაყვი, მაგრამ ის მაინც თამაშობდა ტურნირებზე. ამჯერად მდგომარეობა უფრო სერიოზულია და ჯოკოვიჩს მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს. ამერიკის ღია პირველობა კი აგვისტოს ბოლოს აიღებს სტარტს, ამიტომ დიდი შანსია იმის, რომ სერბი […]

ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრავმა სერიოზული გამოდგა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტომაშ ბერდიხთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ თამაში შეეწყვიტა და შესაბამისად უიმბლდონს დამშვიდობებოდა. ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მას დიდი ხანია იდაყვის აწუხებს და ამჯერად ეს ტრავმა სერიოზულია. უფრო მეტიც ნოვაკმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა 6 თვე გამოტოვოს, რადგან ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარდეს და მომავალში ტრავმებმა ის აღარ […]

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ანდრე აგასი იქნება

მსოფლიოს მეორე ჩოგანის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ანდრე აგასი გახდება. სწორედ ლეგენდარული ამერიკელი იქნება ჯოკოვიჩის თავკაცი როლან გაროსზე. ჯოკოვიჩს ამჟამად რთული პერიოდი აქვს კარიერაში და მას თითქმის ერთი წელია ტურნირი არ მოუგია და მისი ბოლო მოგებული ტურნირი სწორედ შარშანდელი როლან გაროსია. ნოვაკმა რამდენიმე თვის წინ თავისი სამწვრთნელო შტაბი მთლიანად დაითხოვა და ის ამჟამად მწვრთნელის გარეშეა. […]

როჯერ ფედერერი ინდიან უელსის ფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება

ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსის ტურნირში შვეიცარიული ფინალი იქნება, რადგან ერთმანეთს როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან. ფედერერმა ნახევარფინალში ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა, ხოლო ვავრინკამ კი ესპანელ პაბლო კარენა ბუსტას სძლია. ფინალური დაპირისპირება კვირას, გვიან ღამით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში ისევ ცუდად ითამაშა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ამ სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება. სერბი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოზთან დამარცხდა. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018