ჭდე: ოთარ ფარცხალაძე

ეკა გიგაური – ”ფარცხალაძეზე ნათქვამი ახალი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორი თვითმფრინავის ნაწილების ქარხანაში მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, 2016 წელს მათ ჰქონდათ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ებრაულ-ქართულ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან იქ ოთარ ფარცხალაძის კომპანია ფიგურირებდა. „გამჭვირვალობა-საქართველოს“ კითხვები გაუჩნდა იმიტომ, რომ კომპანიას უნდა მიეღო 85 მილიონის ინვესტიცია. გიგაურის თქმით, […]

”ოთარ ფარცხალაძე ბოინგის დეტალებს უშვებს და მისი შემოსავალი ამან გაზარდა… ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს”

შესაძლო კორუფცია, შემოსავლებ და ქონება, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ფლობს – აღნიშნულ საკითხზე ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. „მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს […]

ხათუნა ხოფერია – “ზაზა ოქუაშვილი ბიუჯეტის ვირთხაა! ფარცხალაძის დამცველი ვერ ვიქნები…”

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს. – ქალბატონო ხათუნა, ომეგა ჯგუფის ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი აქტუალურობას არ კარგავს. პროკურატურამ დადო დასკვნა, რომ ის ცნობილი ფარული ჩანაწერები დამზადებულია მონტაჟის გზით. – საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვისმენდეთ მსგავს ჩანაწერებს?! ეს არის კანონის დარღვევა. სასამართლო ამ გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს არ ითვალისწინებს. საზოგადოებაც არ უნდა ტეხდეს […]

“ოთარ ფარცხალაძეს სოსო დოლიძისგან არ უყიდია სახლი” – ყოფილი მთავარი პროკურორი მზადაა, დაკითხვაზე მივიდეს

ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლის სახელს არაერთი გახმაურებეული და სკანდალური საქმე უკავშირდება დუმილის დარღვევას აპირებს. ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან შეხება და გადაკვეთის წერტილი არ ჰქონია. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და მზადაა დაკითხვაზე მივიდეს. ყოფილი პროკურორის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ […]

სად ცხოვრობს ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი მთავარი პროკურორის ციხე-სიმაგრე, რომლის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს

კურიერმა შეძლო ნუშის ბაღების ქუჩიდან ყოფილი მთავარი პროკურორის სახლის გადაღება. ოთარ ფარცხალაძის სახლი ბეტონით არის ჩამოსხმული. სახლის სიმაღლე მიწის ზემოთ 3 მეტრი და 90 სანტიმეტრია, მიწის ქვემოთ კი 4 მეტრი და 50 სმ. მიწისქვეშა სარდაფს არც ერთი ფანჯარა არა აქვს. აქ მდებარეობს ავტოსადგომი 4 მანქანისთვის, 4 საწყობი და საძინებელი სველი წერტილით. სარდაფი ბუნკერის ელემენტებით რომ […]

სალომე ზურაბიშვილის შტაბი ოთარ ფარცხალაძის ოჯახის ბინაში განთავსდა – ”რა პრობლემაა მერე!”

„არ მაქვს ინფორმაცია ასეთი,“- ასეთია სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე; იცოდა თუ არა მან, რომ ფართი, რომელიც საარჩევნო შტაბისთვის იქირავა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს ეკუთვნის. საპრეზიდენტო კანდიდატი დეტალურ განმარტებებს არც მისი საარჩევნო კამპანიის მთავარ შემომწირველზე, კომპანია „არქი ჯგუფზე“ აკეთებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი დამფინანსებლები პოლიტიკური პარტიები არ არიან და ეს არის მთავარი. „რა […]

შალვა ხაჭაპურიძე – ”ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მეგობრობდა, სარდაფის ეპიზოდზე განცხადებას თავად გააკეთებს”

ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. ხაჭაპურიძე უკვე საქალაქო სასამართლოშია, სადაც ცოტა ხანში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის დაკითხვა უნდა დაიწყოს. „საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ […]

ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ფირმა ირაკლი კერვალიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, 2018 წლის 16 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“-ს 100 % წილი 2 მილიონ ლარად გაყიდა. კომპანია ბიზნესმენმა ირაკლი კერვალიშვილმა შეიძინა. აღნიშნული ბიზნესკომპანია ოთარ ფარცხალაძემ 2016 წლის 29 ივნისს შპს „როიალ დეველოფმენთისგან“ 235.000 აშშ დოლარად იყიდა. „რეგინფო“ წერდა,  რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში […]

ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძის და ოთარ პირველის გვარები გამოჩნდა

საბურთალოზე მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის საქმეში  გამოძიება ბიზნესწილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე მუშაობს, სწორედ ეს არის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია. მოკლულ ნუგზარ კახიძეს 2017 წლიდან დავა ყოფილ პარტნიორთან ოთარ პირველთან ჰქონდა. „კურიერის“ ინფორმაციით, დავის მიზეზი კომპანია „ვარკეთილი 96“-ის მოგების გადანაწილება იყო. კახიძემ და ბაზრობის სხვა მეწილეების საჩივრის საფუძველზე, ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო და ოთარ […]

“კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარ ფარცხალაძეს რამეს?”- რა რეაგირება მოჰყვება აუდიტის დასკვნას

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის უკონკურენტო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქმე საგამოძიებო უწყებებამდე მივიდეს. – იმის გათვალისწინებით, რომ ჩვემ ვიცით, ვინ არის ფარცხალაძე, რომელიც გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის, მეგობარი. ძალაინ მეეჭვება, რომ იმ პროკურატურამ, რომელიც ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული, ბერა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018