ჭდე: პროკურატურა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პროკურატურაში დაიბარეს – ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი პროკურატურაშია დაბარებული. მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურაში ასევე დაბარებულები არიან მარნეულში მცხოვრები სხვა მოქალაქეებიც. ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელევიზია tv4 იტყობინება. რეპორტაჟი შემთხვევის შესახებ „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა. ძალადობა მარნეულში მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, […]

”გამოდით!” – პროკურატურიდან პარლამენტისკენ მიმავალ ხალხს ოვაციებით აცილებენ – გადაიკეტა ბარათაშვილის ქუჩა და თავისუფლების მოედანი

პროკურატურიდან პარლამენტისკენ წამოსულ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით აცილებენ. მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს მანქანის საყვირებით აცილებენ და ტაშს უკრავენ. მსვლელობის მონაწილეები ასევე სკანდირებენ – „გამოდით“ და ამით ისინი მოსახლეობას პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, მოქალაქეთა ნაწილი თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან უერთდებიან მსვლელობას, რომელსაც წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის […]

აქცია პროკურატურიდან პარლამენტთან გადაინაცვლებს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა, ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. აქციაზე გაკეთდა განცხადება ინიციატივასთან დაკავშრებით, რომლის მიზანიც იქნება სამოქალაქო ჯგუფის შექმნა ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით. ნიუპოსტი

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე, რეალური დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემული”- ტარიელ კაკაბაძე

ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრაც მკვლელობაში ბრალდებული მოზარდს, სასამართლომ დღეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამანაშავედ. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. სასამართლომ კი ვერ გაბედა რომ სრულად გაეზიარებინა დაცვის პოზიცია: „განაჩენი ჩემთვის მოსალოდნელი იყო იმ კუთხით, რომ […]

პროკურატურა თემურ ჭყონიას თაღლითობაში ადანაშაულებს, საქმეში მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს – ვიდეო

ახალი კვირის ექსკლუზივი და პროკურატურის სკანდალური დასკვნა. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მთავარი საგამოძიებო უწყება თაღლითობაში ადანაშაულებს. თაღლითურ სქემაში პროკურატურის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს. დანაშაული მძიმე კატეგორიისაა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უცხოელი ინვესტორის ადვოკატის მტკიცებით, მათ მიერ 2009 წელს შეტანილი საჩივარი პროკურატურიდან გაქრა. პირველი არხი

თბილისის პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში – არსებული ინფორმაციით თანამდებობიდან რამდენიმე პირია გათავისუფლებული, მათ შორის თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით საკადრო ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, თუმცა გათავისუფლებული მაღალჩინოსნების გვარებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

რუსეთის პროკურატურა შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით ციხეს ითხოვს – მას 18 მილიონი რუბლის მიტაცებას აბრალებენ

რუსეთის პროკურატურა „კრიმინალური ავტორიტეტის“ შაქრო კალაშოვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 700 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვს. შაქრო კალაშოვს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეში სულ 14 ფიგურანტია, რომელთაგან ორი სასამართლოს დაწყებამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. პროკურატურა 12 ბრალდებულისთვის შვიდიდან 10-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითხოვს საქმეში ორი დაზარალებულია, მათ შორის, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი ჟანა კიმი. გამოძიების ცნობით, მას ბრალდებულები […]

“საზმაუს” ბორდის ყოფილ წევრ ლელა გაფრინდაშვილს 5 თვე ჰონორარს უხდიდნენ – ტელევიზიის ფინანსების ხარჯვის კანონიერებას პროკურატურა შეისწავლის

პროკურატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფინანსების ხარჯვის კანონიერების შესწავლას იწყებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის ერთი ნაწილი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებას ეხება, შემოწმების შემდეგ პროკურატურას გადაუგზავნა. აუდიტმა გაარკვია, რომ 2015-2016 წლებში მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ხელფასები მილიონ 200 ათასი ლარით გაზარდა, რაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა […]

პროკურატურა ექიმ ირაკლი მერკვილაძის განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ექიმი ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, – ინფორმაცია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2012 წლის 18 ივლისს ორსულმა ვ.მ.-მ ქ. ქუთაისში შპს ”ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს“ მიმართა და ექიმ […]

პროკურატურა – “საბა სამუშიამ 4 კაცი დაჭრა… ის ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისთვის იყო გასამართლებული”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საბა სამუშიამ რესტორან “აღაში” ოთხი ადამიანი დაჭრა. აქამდე ცნობილი იყო 3 ადამიანის დაჭრის შესახებ. “თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, ს.ს.-მ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018