ჭდე: პუტინი

ტრამპი პუტინს დაემუქრა – “ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. – ეს ბარბაროსული და საზარელი თავდასხმა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გავარკვევთ ეს რუსეთია, სირია, ირანი თუ ყველა ერთად, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ არ […]

ლუკაშენკო – “თუ რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დამცირება, ჩვენს ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით”

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა და მასთან ბელორუსული პროდუქციის რუსეთში შეტანის საკითხის განხილვა სურს. ამასთანავე ლუკაშენკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ სხვა ბაზრები ეძიონ. – თუ რუსეთს არ ესმის ჩვენი და არც სურს ესმოდეს, რას ვიზამთ, შევხვდებით პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ, განვიხილავთ დეტალურად და სრულად ყველა საკითხს. აუცილებელია გაირკვეს. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, […]

მარგველაშვილი – ”მე და პუტინი ხომ არ ვართ საველე მეთაურები ავტომატებით ხელში…”

შეხვდება თუ არა მარგველაშილი პუტინს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტს გადაცემა „პოლიტმეტრში“ მოუწია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ შეხვედრა შედგეს უნდა მომზადდეს საკითხები, რომელზეც ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ, თუმცა ამ საკითხთა სიის შეთანხმების საქმე წინ არ მიდის, შესაბამისად პრეზიდენტი ამ შეხვედრის პერსპექტივასაც ვერ ხედავს. – მე ყოველთვის ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ შეხვედრას აქვს აზრი, თუ ჩვენ […]

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა. პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. „~- მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის, – განაცხადა პუტინმა. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ […]

ბორის ჯონსონი – ”სკრიპალი პუტინის ბრძანებით მოწამლეს”

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა, – იუწყება Sky News. ბორის ჯონსონის თქმით, ცხადია, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა რუსეთიდან იყო მართული და დაადასტურა, რომ გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთში იყო შექმნილი და იქვე ინახებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და […]

ტერეზა მეი – ”მუდმივად მოვუწოდებ პუტინს, გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები”

ბრიტანეთის პრემიერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენეს.ერთ-ერთმა გამომსვლელმა ტერეზა მეის მოუწოდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს. – მინდა, დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს სხვადასხვა ფრონტზე […]

პუტინი – “ბაბუაჩემი სტალინის მზარეული იყო”

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს რუსეთში ვიზიტების დროს, ზოგჯერ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთის მისი საყვარელი ლუდი ჩააქვს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამას თავად ვლადიმერ პუტინი ადასტურებს. „ანგელა მერკელს დროდადრო ჩამოაქვს რამდენიმე ბოთლი რადენბერგული ლუდი“ – აცხადებს პუტინი ანდრეი კონდრაშოვის ფილმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამავე ინტერვიუში ცნობლი ხდება, რომ პუტინის ბაბუა მზარეულად ჯერ ლენინთან, […]

პუტინი ავად გახდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავადაა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, თუმცა მისი განცხადებით პრეზიდენტის ავადმყოფობა მის სამუშაო გრაფიკზე არ აისახება. – გაცივდა, თუმცა განაგრძობს მუშაობას, – განაცხადა პესკოვმა. ორშაბათს ერთ-ერთ შეხვედრაზე პუტინმა დამსწრეებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეეძლო.

სააკაშვილი – ”პუტინმა ვერა და ვერ დამივიწყა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. „ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?“ – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. – ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს […]

პუტინი – გინდათ, რომ რუსეთის ქუჩებშიც სააკაშვილებმა ირბინონ?

რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს კითხვა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა დაუსვა. სობჩაკის შეკითხვა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო არჩევნებზე მის დაუშვებლობას ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმეები შეთითხნილად ცნო. – მე ოპოზიციის შესახებ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. ოპოზიციას პოზიტიური ქმედებების ნათელი და გასაგები პროგრამა უნდა ჰქონდეს. აი, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018