ჭდე: რუსეთი

ისრაელი – ”რუსული თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოაგდო”

ისრაელი რუსული თვითმფრინავი ИЛ-20-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაშია ნათქვამი. „ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოგდებული იყო სირიის მიერ. სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ასადის რეჟიმს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში. ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ გუშინ საღამოს ისრაელის ავიაციამ რეიდი განახორციელა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომელშიც […]

რუსეთი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოუგდო, თუმცა საპასუხო ზომებით ისრაელს ემუქრება

რუსული Ил-20, რომელიც ფრენას ხმელთაშუა ზღვის თავზე ასრულებდა, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ისრაელის ბომბდამშენები გახდნენ, რომლებიც შეტევას ლატაკიის პროვინციაზე ახორციელებდნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. „ისრაელელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს იყვნენ ამოფარებულები და ის სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების […]

ოთარ ზურაბიშვილი, სალომეს ძმა – ”დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი! თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება”

სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა, 1 საათის წინ ფეისბუქში დაწერა: ”ჩემო მეგობრებო! ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით; მართალი გითხრათ, მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე […]

რუსეთში ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია ჩაცხრილეს

ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია ჩაცხრილეს. მის კუთვნილ მერსედესის მარკის ავტომობილს მინიმუმ 6 ტყვია აქვს მოხვედრი8ლი. ავტომობილი თვითმხილველებმა შეამჩნიეს, მათი თქმით, გარდაცვლილს ტყვია თავში აქვს ნასროლი. ბადრი შენგელია ცნობილია იმით, რომ მისი ჩვენების საფუძველზე დაააკავეს სანკტ-პეტერბურგის „ღამის გუბერნატორი“, „ტამბოვის“ დაჯგუფების ლიდერი ვლადიმერ ბერსუკოვ-ტუმარინი. შენგელია მოწმედ გამოდიოდა სასამართლოში საგამოძიებო კომტეტის პოლკოვნილ მიხაილ […]

რუსეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5 სექტემბერს ღამით რუსეთში, ურალის რეგიონში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ჩელიაბინსკის ოლქში, კატავ-ივანოვსკის რაიონში, 10 კმ სიღრმეზე იყო. მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. ნიუპოსტი

რუსეთმა იდლიბის პროვინცია დაბომბა

მიუხედავად იმისა, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და სირიის მოკავშირე რუსეთი და ირანი გააფრთხილა, არ მიეტანათ იერიში იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, რუსეთის საბრძოლო ძალებმა იდლიბი მაინც დაბომბეს. ეს 15 აგვისტოს შემდეგ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების პირველი თავდასხმაა იდლიბის პროვინციაზე. იდლიბის პროვინციას მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პრესკოვის თქმით კი, სირიის არმია […]

ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთის საკონსულო რუს სასულიერო პირებს ვიზაზე უარს ეუბნება და შესაბამისად, მათ საბერძნეთში ჩასვლის საშუალებას არ აძლევს. RIA-სთან საუბრისას რუსი მღვდლები საკონსულოს უარს საბერძნეთსა და რუსეთს შორის წამოწყებულ დიპლომატიურ სკანდალს უკავშირებენ. მიმდინარე წლის ზაფხულში საბერძნეთმა ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და მიზეზად დაასახელა რუსეთის ჩარევა საბერძნეთის […]

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა 18 ადამიანი

რუსეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. კრასნოიარსკის ოლქში სამგზავრო ვერტფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგად მას ცეცხლი მოედო. ინცინდენტის დროს ბორტზე 18 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი შეჯახება გახდა. ვარაუდობენ, რომ ვერტმფრენი უფრო მაღალ სიმაღლეზე მფრინავი სხვა საფრენი აპარატის ტვირტს გამოედო, რის შემდეგაც ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია საფრენი აპარატის ორივე შავი […]

რუსეთში პედოფილმა 5 წლის გოგოზე იძალადა და მოკლა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტაჯიკ მიგრანტზე, 5 წლის გოგონაზე პედოფილმა იძალადა, რის სემდეგაც მოკლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებულია.

საბერძნეთმა რუსეთი „მუდმივ უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხრიდან “მუდმივი უპატივცემულობის” შეწყვეტა მოითხოვა. ასე უპასუხეს საბერძნეთში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს მარია ზახაროვას. “ქალბატონი ზახაროვას განცხადება, მესამე რიგის ქვეყნების მიმართ უპატივცემულობის ღია მაგალითია. მათ არ ესმით თანამედროვე სამყარო, სადაც სახელმწიფოებს, განურჩევლად თავისი ზომებისა, შეუძლიათ თანაარსებობა”, – განაცხადეს ათენში. საბერძნეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად “მესამე” პირების გავლენის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018