ჭდე: რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და მას 3 საათიან ვადას აძლევენ

რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და მას 3 საათიან ვადას აძლევენ

რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციაზე გამომსვლელების თქმით, ისინი გახარიას სამ საათს აძლევენ, რომ გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ. აქციაზე გამომსვლელებმა დღევანდელ შეკრებას ” ახალგაზრდული რევულუცია” უწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. იპნ

თამარ ბაღაშვილი აქციაზე დაჭრეს

თამარ ბაღაშვილი აქციაზე დაჭრეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავი2-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი დაშავდა. რეზინის ტყვიებით რამდენიმე ჭრილობა თამარ ბაღაშვილს აქვს მიყენებული.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ

დაშლა დაიწყო – სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები გადაჰყავთ. დამატებითი ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ცუდად გახდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანებს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად გადაჰყავთ. აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენ კაფსულებს პარლამენტის შენობის შიდა ეზოდან ისვრიან. მოქალაქეებს ესვრიან რეზინის ტყვიებსაც. დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიც.

პოლიციამ რუსთაველზე რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლსადენი გაზი გაუშვა

პოლიციამ რუსთაველზე რეზინის ტყვიები ისროლა და ცრემლსადენი გაზი გაუშვა

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის ხელყუმბარები ისროლეს. სამართალდამცავების მიერ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. ე.წ. წიწაკიანი ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი შეუძლოდ გახდა.

”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდა

”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდა

რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლს“ ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 20 კვმ ფართობზე, სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებული იქნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება ერთი […]

ოპოზიციამ რუსთაველზე 4 კარავი გაშალა

ოპოზიციამ რუსთაველზე 4 კარავი გაშალა

რუსთაველზე ოთხი კარავია გაშლილი და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და იყენებენ კონსტიტუციურ უფლებას, დაიცვან თავიანთი ხმა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას კახეთიდან გაერთიანებული ოპოზიცია უერთდება. მოთხოვნები, რომლებიც პარლამენტის წინ გაჟღერდება, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იქნება, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით, პროპორციული სისტემით უნდა […]

არასამთავრობოებმა რუსთაველზე 3 კარავი გაშალეს

არასამთავრობოებმა რუსთაველზე 3 კარავი გაშალეს

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვების გაშლა მაინც შეძლეს, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 3 კარავი დგას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ადგილზე დარჩენას მთელი ღამით აპირებენ, ისინი პოლიციას მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. ნიუპოსტი

ცემა-ტყეპა რუსთაველზე – ზაზა სარალიძე ცუდად გახდა

ცემა-ტყეპა რუსთაველზე - ზაზა სარალიძე ცუდად გახდა

რუსთველის გამზირზე ვითარება დაიძაბა, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებთან. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ. აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დაიგეგმა.

უჩა ნანუაშვილი – „რუსთაველზე პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს“

უჩა ნანუაშვილი - ”გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდო მე არ მიმიცია”

უფრო და უფრო იძაბება ვითარება შვილმოკლული მამების ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე. შვილმოკლული მამები, რომლებიც სამართლებრივი მიმართულებით კონკრეტულ შედეგს ითხოვენ, აქციას მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია, იყო დაპირისპირებაც. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციაზე პოლიტიკურ პარტიებსაც ექნებათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. არის თუ არა უმართავი პროცესის საფრთხე და რა პარალელები […]

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

გაერთიანების „ძალა ერთობაშია” ლიდერების მოწოდებით, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ფილარმონიაში შეკრებილებმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზა საპატრულო პოლიციამ ნაწილობრივ უკვე გადაკეტა. საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად წასულიყვნენ. „შვილმკვდარი მამები მოვიდნენ ჩვენთან, გვთხოვეს მხარდაჭერა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით მათ, მაგრამ ახლა გვინდა გთხოვოთ. […]