ჭდე: რუსთავი 2

ნიკა გვარამია – ”როცა ხელისუფლება თავს ესხმის რუსთავი 2-ს, ახალისებს მისი ჟურნალისტების ცემას”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა – სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. „დღეს განმეორდა მძიმე გადაცდომა, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად ორი მუხლით 154-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და 126-ე მუხლით, რომელიც ითვალსიწინებს ძალდოაბს, ეს ქმედებები განხორციელდა ჩვენი ჟურნალისტების […]

„რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია გახდა

ტელეკომპანია „რუსთავის 2“ -ის წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის წევრის შვილი გახდა. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ის მესაკუთრე გახდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ამჯერად ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, საკონტროლო პაკეტის – 51%-ის წილის მფლობელი კი […]

კომპანია “კოლორპაკის” დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს – “მალაპარაკეთ და მე გეტყვით, ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით”

კომპანია “კოლორპაკის” დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს. მის მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “მალაპარაკეთ და მე გეტყვით, ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით. დღეს “კურიერი“ ისევ “კოლორპაკის“ კრედიტზე მომზადებულ სიუჟეტს აანონსებს. მინდა მივმართო ავტორებს: თუ გაქვთ პრეტენზია, რომ ამბობთ სიმართლეს, როდესაც ჩემს კომპანიაზე ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, ნუთუ არ გაინტერესებთ მეორე მხარის მოსმენა?! სულ მარტივად […]

რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – “მე არ გამოვხატავ “ოცნების” პოზიციას”

გუშინ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ფეისბუქში პოსტი დადო, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ზუგდიდის მერმა დაწერა: “თხოვნით მივმართავ ბიზნესმენებს, კომპანიების დამფუძნებლებს და მენეჯმენტს: გთხოვთ გაითვალისწინოთ 24 მაისის საპატრიარქოს განცხადება და არ განათავსოთ თქვენი კომპანიის რეკლამა რ2-ის ეთერში. რ2 ემსახურება რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას. მეგობრებო, ვინც ეთანხმებით ჩემს ინიციატივას, გთხოვ მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს გვერდზე.” რუსთავი 2-ის გენდირექტორ […]

საპატრიარქო – ”სამღვდელოებამ უნდა შეწყვიტოს რუსთავი 2-თან ურთიერთობა”

საქართველოს საპატრიარქო “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას მოუწოდებენ, სამაუწყებლო კომპანიასთან შეწყვიტონ ურთიერთობა, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მის გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებასაც მიმართავს. “17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად “რუსთავი 2”-მა გამოხატა. მიუხედავად […]

“დაიხუროს ღვთისმგმობი რუსთავი 2” – ტელეკომპანიასთან აქცია დაანონსდა

გურამ ფალავანდიშვილი “რუსთავი 2”-ის დახურვას ითხოვს და მოქალაქეებს დღეს 19 საათზე ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებს. – რუსთავი 2 არის პროპაგანდისტი გარყვნილების, ნარკომანიის, აბორტების და ყველა გადაგვარების, – აცხადებს ფალავანდიშვილი. მისი განცხადებით, გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა უკვე მეორედ იხუმრა და “დასცინა ღვთისმშობელს”. ნიუპოსტი

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

ზუგდიდში, რუხის ციხესთან ქურდობა მოხდა. “თაიმერის” ინფორმაციით, რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს მანქანიდან ხელჩანთა მოპარეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. timer.ge

ხელისუფლების მიზანია ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი “რუსთავი 2” – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების მიმართვასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცახდებენ, რომ ამ მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი რეალური მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის გამავცელებელი უმსხვილესი ტელეკომპანია აღარ არსებობდეს. ამ განცხადებით ოპოზიცია ევროპულ სასამართლოს მიმართავს: “როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა დროებითი […]

საქართველოს მთავრობა ევროსასამართლოს სთხოვს, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცეს

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების  ძალაში შესვლას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია მის “კანონიერ მესაკუთრეს – ქიბარ ხალვაშს” გადაეცეს. დოკუმენტი “რუსთავი 2-ის” იურისტებისთვის ხელმისაწვდომი გუშინ გახდა. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო სტრასბურგის მიერ […]

შსს-მ რუსთავი 2-ის ეზოში ”ქართული მარშის” 6 წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათივე ცნობით, ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან. “ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018