ჭდე: რუსთავი

სკანდალი რუსთავში – არასამთავრობოს მოზარდზე სექსძალადობას აბრალებენ

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელში საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. ინფორმაციას “TV ქვემო ქართლი” ავრცელებს. ადგილობრივები არასამთავრობო ორგანიზაცია „იანგ ლაიფ“-ს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ორგანიზაციაში და აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის არეალი მხოლოდ ახალგაზრდების სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას გულისხმობს. ადგილობრივები მოსახლეობა მათი საქმიანობის გამოძიებას ითხოვს და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. იმედინიუსი

რუსთავში 10 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა – მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

რუსთავში 10 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში საპატრულო პოლიციამ საკუთარი კოლეგა დააჯარიმა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისის ქუჩაზე მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ -“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.” ინფორუსთავი

რუსთავში მერსედესი ფოლკსვაგენს დაეჯახა

რუსთავში მეგობრობის გამზირზე. გზაჯვარედინზე ერთმანეთს “მერსედესი”-ს და “ფოლკსვაგენი”-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი მოუწესრიგებელია, რის გამოც რთულია გადაადგილება. ფალიაშვილის და კლდიაშვილის ქუჩაზე ორმული სამუშაოები მიმდინარობს, რის გამოც გზის საფარის დაზიანებული ფრაგმენტები ამოჭრილია. ინფორუსთავი

რუსთავში პატრულმა “იქს ფაქტორი”-ს ჯგუფი 500 ლარით დააჯარიმა

რუსთავში სატელევიზიო შოუს, “იქს ფაქტორი”-ს გადაღებები მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პროექტის ერთერთ მნიშვნელოვან მომენტს იღებდნენ. ჟიურის წევრების ავტომობილები უნდა გაჩერებულიყო იმ კონკურსანტებთან ვისი მენტორებიც იქნებიან მთელი პროექტის მანძილზე. რუსთავში გადაღებულ სცენებს მაყურებლები 22 მაისს ნახავენ. შოუს ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ არ გაგიმხელთ ჟიურის რომელ წევრს რომელი კონკურსანტები შეხვდნენ, თუმცა გაგიმხელთ მცირე ინციდენტს რომელიც გადაღებების პარალელურად მოხდა. საპატრულო პოლიციამ “იქს […]

რუსთავში ბარიდან 1 კასრი ლუდი მოიპარეს – ვიდეო

რუსთავში ბოსტანქალაქის ქუჩაზე ლუდის ბარი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. უცნობმა პირებმა ობიექტიში შეღწევა მინის ჩამსხვრევით მოახერხეს. ბარში თანხა არ ინახებოდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ობიექტიდან ერთი კასრი ლუდია წაღებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. ინფორუსთავი

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ

რუსთავში, არასრულწლოვნები ცივი იარაღით შეიარაღებული გვიან ღამით ერთ-ერთ ლომბარდს თავს დაესხნენ.ახალგაზრდები ლომბარდში ტელეფონის ჩასაბარებლად მივიდნენ, რაზეც ლომბარდის ოპერატორმა უარი უთხრა. „კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნები რამდენჯერმე ნასამართლევები არიან. თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

რუსთავში გაზით 2 ბავშვი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრო რაიონის #32-ე კორპუსში მოხდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვებს საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია აქვთ და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და […]

რუსთავში პოლიციას და სასწრაფოს თავს დაესხნენ

ცოტა ხნის წინ რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ინფო […]

რუსთავში 2 მამაკაცი დაჭრეს – ჩხუბი კლინიკაში გაგრძელდა – ვიდეო

რუსთავში ჩხუბის დროს 2 მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით XVII მიკრო-რაიონში ერთერთი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე მამაკაცებს შორის ჩხუბი 2 პირის დაჭრით დასრულდა. თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ურტყამდა გამეტებით, ყვიროდნენ დაჭრილიაო, სასწრაფომ წაიყვანა 1 ბიჭი თუმცა სავარაუდოდ დაჭრილი უფრო მეტი იქნებოდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე […]

akhalitaoba.ge © 2017-2018