ჭდე: სააკაშვილი

ივანიშვილმა სააკაშვილისგან ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვა?

რატომ თქვა უარი “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე, რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა, რას აპირებს სააკაშვილი, რის თქმას აპირებენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ზურაბიშვილისთვის? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – მმართველმა პარტიამ უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე, რითაც დაამტკიცა, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, აღარ არსებობს. 6 წელია, ხელისუფლებაში არიან […]

სააკაშვილი – ”პუტინს ვუთხარი, რომ უარს ვიტყოდით ნატოს ბაზის საქართველოში განთავსებაზე, მაგრამ…”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან აერიდებინა. ამის შესახებ განაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ პირადად ვლადიმერ პუტინს ნატოს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებაზე უარის თქმის სანაცვლოდ მშვიდობიანი ურთიერთობები შესთავაზა. მისი თქმით, კრემლთან მოლაპარაკებები დევნილების დაბრუნების საკითხზეც მიმდინარეობდა, […]

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა…”

„რუსული პროპაგანდა ცდილობს, მათ შორის, ადგილობრივი დამქაშების ხელით,ჩვენი მეხსიერების ჩიპის გამოცვლას” – აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პროპაგანდას, რითაც ის ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო ინტერვენციის გამო პასუხისმგებლობას, წარმატები ეხმარება ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ამავე პროპაგანდის გავრცელებაში აქტიურად ეხმარება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რუსეთის მსგავსად ამტკიცებს, რომ […]

სააკაშვილი – “ივანიშვილს ამდენი სიმართლე ცხოვრებაში არ უთქვამს… შემოდგომაზე ჩვენ ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს ამდენი სიმართლე არასდროს უთქვამს. „თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ იმიტომ, რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს. ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. […]

მარგველაშვილმა სააკაშვილს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა

უარი მოქალაქეობის აღდგენაზე – ასეთია ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის პასუხი მესამე პრეზიდენტის მოთხოვნაზე. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ სააკაშვილს ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ მას მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით, პრეზიდენტისთვის არც კი მიუმართავს. საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა. მისი თქმით  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მისი დაბრუნების ეშინია, პოლიტიკური დევნის რეალური მიზეზიც […]

სააკაშვილი – “ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საფრანგეთში მის წინააღმდეგ გამოძიებას უკავშირდება”

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება,” – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში  ჩართვისას გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს აქვს ძებნა გამოცხადებული მასზე იმისთვის, რომ პასუხი აგებინოს იმ მაქინაციებისთვის, რასაც ის საფრანგეთში ახორციელებდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა, დახმარება ვაშინგტონისთვის ეთხოვა, თუმცა, აშშ-მ მას უარი უთხრა. „ზის საქართველში თავის […]

ამსტერდამში ქართული ოპოზიციის სააკაშვილთან შეხვედრა დაიწყო

ოპოზიცია დიდი პოლიტიკური კოალიციისთვის ემზადება – პარტიების ლიდერები ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე. ამსტერდამის შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან – ეროვნლ-დემოკრატიული პარტის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია, ,,ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე, სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის […]

ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, მამუკა გამყრელიძე – ვინ ჩავიდა სააკაშვილთან ამსტერდამში

ოპოზიცია დიდი პოლიტიკური კოალიციისთვის ემზადება – პარტიების ლიდერები ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია.სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე. ამსტერდამის შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებიან – ეროვნულ-დემოკრატიული პარტის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია, ,,ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი პაატა […]

ქართული ოპოზიცია სააკაშვილთან ამსტერდამში ჩავიდა – ვინ ერთიანდება ახალ კოალიციაში

პოლიტიკური ბრძოლის ველი ახალი ოპოზიციური გაერთიანებისთვის მზადდება. ოპოზიციამ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს ამსტერდამში სააკაშვილთან ოპოზიციის ლიდერების პირველი შეხვედრა იმართება. რომელი პარტიის ლიდერები ჩავიდნენ სააკაშვილთან და როგორ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას – ვრცლად შაბათის კურიერში.

სააკაშვილი – “ივანიშვილი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა… ხალხს ის ბოლომდე სძულს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ამსტერდამიდან მიმართავს. თავის ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კასტინგი აქვს გამოცხადებული მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე, ოპოზიციის მიზანი კი უკვე წელს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს. იგი კიდევ ერთხელ საუბრობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერის გზით ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის მნიშვნელობაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. […]

akhalitaoba.ge © 2017-2018