ჭდე: საბერძნეთი

ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის ნაკრებს პირველი ნახევარი 49:38 მოუგეს

საქართველოს საკალთბურთო ნაკრებისა და საბერძნეთის შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა. ქართველები ბერძნებს 11 ქულით, 49:38-ით ამარცხებენ. საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან. ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი გერმანიაში ითამაშებს. 13 სექტემბერს საქართველოს […]

საბერძნეთში ქართველი ქალი მასაჟს აკეთებდა და კლიენტებს ძარცვავდა

საქართველოს მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედებები ხანიაში მას შემდეგ გამოააშკარავდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა სახლში ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟა. ის სახლებში დადიოდა და ხალხს სპეციალურ სერვისს, მასაჟს სთავაზობდა, ამის პარალელურად კი მათ გაძარცვას ახერხებდა. 52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს თავს პროფესიონალ მასაჟისტად აცნობდა და მათთან სახლებში მიდიოდა. როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ბოლოს მივიდა, კლიენტმა მისი მახეში გაბმა გადაწყვიტა და […]

საბერძნეთში ხანძრის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ცენტრალური საბერძნეთის გუბერნატორმა კოსტას ბაკოიანისმა კუნძულ ევიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სადაც ძლიერი ტყის ხანძარია. ამის შესახებ Express-ი წერს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მანამდე სტიქიის გამო სოფლებიდან კონდოტისპოტისი და სტავროსი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი აქ გუშინ გაჩნდა. ივლისის ბოლოს ათენთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპლა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მათგანის ამოცნობის […]

ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთის საკონსულო რუს სასულიერო პირებს ვიზაზე უარს ეუბნება და შესაბამისად, მათ საბერძნეთში ჩასვლის საშუალებას არ აძლევს. RIA-სთან საუბრისას რუსი მღვდლები საკონსულოს უარს საბერძნეთსა და რუსეთს შორის წამოწყებულ დიპლომატიურ სკანდალს უკავშირებენ. მიმდინარე წლის ზაფხულში საბერძნეთმა ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და მიზეზად დაასახელა რუსეთის ჩარევა საბერძნეთის […]

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბავშვებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ახალშობილებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია ცხრა ადამიანი. საქართველოს მოქალაქე ერთი ადამიანია, დანარჩენები კი ბულგარეთის მოქალაქეები არიან. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩვილი ბავშვებით სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდა. სამართალდამცველებს კონტაქტი ჰქონდათ 40 წლის ქართველთან, რომელმაც ცოლქმრად წარმოდგენილ ოფიცრებს […]

საბერძნეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს. ის ატიკას რეგიონში ცეცხლის  ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ხანძარი ატიკას რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა. დაკავებული 35 წლის საბერძნეთის მოქალაქეა. გამოძიებას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, დაკავებული პიროვნება დაკავშირებულია თუ არა ამავე რეგიონში მდებარე ქალაქ მატიში გაჩენილ ხანძართან. ბოლო მონაცემებით საბერძნეთში ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპალა. 25 ადამიანი ამ […]

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა – დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რის გამოც მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობენ. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. დაშავებულია 200-მდე ადამიანი. ამ დროისთვის ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ხანძარმა საბავშვო ბანაკი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია […]

“სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა” – საბერძნეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

საბერძნეთის პოლიციის შესანიშნავ მუშაობაზე, მატის სასიკვდილო ცეცხლის დროს, ისაუბრა სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დიმოსთენის ანაგნოსტაკისმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე, აღმოსავლეთ ატიკაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონმა ანაგნოსტაკისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატი 23 ივლისის საბედისწერო ორშაბათის საღამოს უპრეცედენტო ამინდის პირისპირ აღმოჩნდა. “სიცხის ტალღა ისეთი იყო, რომ მანქანების ბორბლები დადნა. ალუმინის დნობის წერტილი 660 გრადუსია. ბორბლის შესაქმნელად ალუმინის და […]

ტყუპისცალი გოგონები, რომლებსაც მამა ეძებდა, გარდაცვლილები იპოვეს – ისინი ბებია-ბაბუასთან ჩახუტებული იყვნენ

საბერძნეთის ტრაგედიას დასასრული არ აქვს. გასული ორშაბათიდან, როდესაც ხანძრებმა გადაწვეს ატიკის რამოდენიმე ტერიტორია, ორ ტყუპისცალ გოგონას და მათ ბებია–ბაბუას, გოგონების მამა ეძებდა. ძებნის დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ–ერთი ვიდეო, სადაც ჩანდა ორი პატარა გოგონა ერთ ნავში, რომლის მეშვეობითაც გადამწვარი ტერიტორიებიდან ხალხი გაყავდათ. თავიდან, მამას ეგონა, რომ ეს გოგონები მისი შვილები იყვნენ (აქვე აღვნიშნავთ, რომ ვიდეოს ხარისხი დაბალი იყო). მთელი საბერძნეთი მოელოდა იმას, […]

საბერნეთში ქართველი ჩემპიონი შმაგი სონიშვილი, იგივე ტარიელ ზინდირიდისი, დააკავეს

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით საბერძნეთში მცხოვრები 31 წლის ქართველი სპორტსმენი ტარიელ ზინდირიდისი, იგივე შმაგი სონიშვილი აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭირეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ბრალად ასევე სახლების ძარცვა ედება. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ხელსაწყოები ამოიღეს, რომლის დახმარებით ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია […]

akhalitaoba.ge © 2017-2018